ბერგამოტი
იერსახე
ბერგამოტი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Citrus bergamia | |||||||||||||
|
ბერგამოტი (ლათ. Citrus bergamia) — მარადმწვანე ხეხილოვანი მცენარე (სიმაღლით 3— 5 მ) ტეგანისებრთა ოჯახისა (ნარინჯოვანთა ქვეოჯახი).
ნაყოფი საშუალო სიდიდისაა, მსხლისებრი ფორმის; კანი ოქროსფერ-ყვითელია, სპეციფიკური სუნი აქვს. ტბილოვანი ყვითელია, მომჟავო ან მჟავე, ოდნავ მომწარო გემო დაჰკრავს. საჭმელად ნაკლებად იყენებენ.
საქართველოში შავი ზღვის სანაპიროზეა. ბერგამოტის ნაყოფის კანისაგან, ყვავილებისაგან, ფოთლებისა და ყლორტებისაგან მიიღება ბერგამოტის ეთეროვანი ზეთი (1,75%-მდე), რომელსაც იყენებენ პარფიუმერიასა და საკონდიტრო წარმოებაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 312.