PC Engine Duo

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან TurboDuo)
Jump to navigation Jump to search
PC Engine Duo
NEC logo.svg
PC-Engine-Duo-Console-Set.jpg NEC-TurboDuo-Console-wController-L.jpg
ზედა: იაპონური ვერსია PC Engine Duo
ქვედა: ჩრდილოეთ ამერიკული ვერსია TurboDuo
მწარმოებელი NEC
Hudson Soft
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეოთხე თაობა
გამოშვების თარიღი იაპ 21 სექტემბერი, 1991[1]
ჩრდ.ამ. 10 ოქტომბერი, 1992
თავდაპირველი ფასი აშშ: 299.99 აშშ დოლარი
იაპონია:59,800 იენა
შეწყდა დეკემბერი, 1995
მედია TurboChip, CD-ROM
პროცესორი HuC6280 1.79 მჰც ან 7.16 მჰც
მეხსიერება 8 კბ RAM, 64 კბ ვიდეო RAM, 192 კბ დამატებითი მეხსიერება (System 3.0)
მონიტორი 256 × 224, 512 × 224, 512 × 240 ეკრანის გაფართოება. 512 ხელმისაწვდომი ფერი, 481 ფერი ეკრანზე
ხმა PSG-ის 6 აუდიო არხი
შეტანა გეიმპადი
წინა TurboGrafx-16 (PC Engine)
TurboGrafx-CD (CD-ROM² System)
შემდეგი PC-FX

PC Engine Duoმეოთხე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შემუშავებული კომპანიების, NEC-ის და Hudson Soft-ის მიერ იაპონური ბაზრისთვის 1991 წლის 21 სექტემბერს, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკული ბაზრისთვის გამოვიდა 1992 წლის 10 ოქტომბერს, TurboDuo-ის სახელწოდებით.

აშშ-ში TurboDuo რეკლამირებული იქნა Turbo Technologies, Inc-ის მიერ (TTI), რომელიც წარმოადგენდა NEC-ის და Hudson Soft-ის ერთობლივ საწარმოს. ის შეიქმნა, რათა მოეხდინა NEC-ის შექმნილი კონსოლების რეალიზაცია ჩრდილოეთ ამერიკაში, რათგანაც NEC Home Electronics USA-მა ვერ შეძლო პლატფომის გასაღება ამ რეგიონში.

კონსოლის თავდაპირველი ფასი აშშ-ში შეადგენდა 299.99 აშშ დოლარს, ხოლო იაპონიაშ 59,800 იპაონურ იენას. TurboDuo წარმოადგენს TurboGrafx-16-ისა TurboGrafx-CD-ის კომბინაციას და გააჩნდა განახლებული BIOS და დამატებითი 192 კბ ოპერატიული მეხსიერება. TurboGrafx-CD-ის მსგავსად TurboDuo-ს შეეძლო Compact Disc Digital Audio-ს და CD+G-ის ფორმატის აღქმა, თუმცა მას არ ჰქონდა PC Engine-ის HuCards-ის წაკითხვის შესაძლებლობა დამატებითი ადაპტერის ან მოდიფიკაციის გარეშე. კონსოლი მოიხმარდა HuC6280-ის ცენტრალურ პროცესორს 1.79 ან 7.16 მჰც ტაქტური სიხშირით, 8 კბ ოპერატიულ და 64 კბ ვიდეო მეხსიერებას, გრაფიკულ ჩიპს შეეძლო 481 ფერის გამოსახვა ეკრანზე და შეტანის საშუალებად გამოიყენებდა სტანდარტულ გეიმპადს. დასახელება TurboDuo მომდინარეობს TTI-ის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში შექმნილი პერსონაჟ ჯონი ტურბოდან.[2]

იაპონიაში NEC-მა გამოუშვა PC Engine Duo-ის რამდენიმე ვერსია, მათ შორის PC Engine Duo R (გამოსული 1993 წლის 25 მარტს)[1] და PC Engine Duo RX (1994, 25 ივნისი).[1]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=PC_Engine_Duo&oldid=3469275“-დან