გეიმპადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
PlayStation-ის DualShock კონტროლერი

გეიმპადი (ინგლ. gamepad; ასევე ეწოდება ჯოიპადი ან კონტროლერი) — სათამაშო კონტროლერის სახეობა, დისტანციური მართვის პულტი, რომელსაც ადამიანი მოიხმარს ორივე ხელის საშუალებით. მის სამართავად საჭიროა ხელის ცერა თითების გამოყენება (თანამედროვე გეიმპადების შემთხვევაში, აგრეთვე გამოიყენება საჩვენებელი და შუანა თითები).

1962 წელს გამოსული ერთ-ერთი ადრეული ვიდეო თამაში „Spacewar!“, თავდაპირველად სამართვად გამოიყენებდა ტუმბლერებს, რომელიც ჩაშენებული იყო სისტემაში. ეს გადამრთველები გამოსაყენებლად არაკომფორტული და მოუხერხებელი იყო, ამიტომაც ალან კოტოკმა და ბობ სონდერსმა შექმნეს კონტროლის სადენიანი მოხსნადი მოწყობილობა, რომელიც მიიჩნევა ყველაზე ადრეულ გეიმპადათ.[1]

გეიმპადი უზრუნველყოფს ადამიანისა და ვიდეო თამაშების კონსოლის ურთიერთქმედებას. გეიმპადები აგრეთვე გამოიყენება პერსონალურ კომპიუტერებზეც, კლავიატურისა და მაუსის ჩასანაცვლებლად. სტანდარტული გეიმპადის განლაგება ამგვარია: მარცხენა ხელის მხარეს განლაგებულია მიმართულების ღილაკები (წინ-უკან-მარცხნივ-მარჯვნივ), მარჯვენა მხარეს — მოქმედების ღილაკები (ახტომა, სროლა და ა.შ.)

უმეტეს თანამედროვე კონტროლერებში, მიმართულების ღილაკების პარალელურად, დატანებულია ანალოგური ჩხირები, რომელიც პირველად გამოყენებული იქნა 1982 წელს გამოსულ სათამაშო კონსოლ Arcadia 2001-ზე, თუმცა პოპულარობა მოთამაშეებში მხოლოდ Nintendo 64, PlayStation და Sega Saturn-ის გამოსვლის შემდეგ მოიპოვა.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Get a Grip!!!: Joysticks Past, Present & Future“. Next Generation. Imagine Media (17): 34–42. მაისი, 1996. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)