Tove Lo (მუსიკოსი)
Tove Lo | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ება ტუვე ელსა ნილსონი |
დაბ. თარიღი | 29 ოქტომბერი, 1987 |
დაბ. ადგილი | Viken church parish[1] |
წარმოშობა | ჰელსინგბორგი, სკანიას ოლქი, შვედეთი |
ჟანრ(ებ)ი | პოპი |
აქტიური | 2006 - დღემდე |
საიტი | tove-lo.com |
Tove Lo ვიკისაწყობში |
ება ტუვე ელსა ნილსონი, ცნობილი როგორც Tove Lo (ინგლ. Marie Ulven Ringheim; დ. 1987 წლის 29 ოქტომბერი) — შვედი მომღერალი და სიმღერების ავტორი. Rolling Stone-მა მას „შვედეთის ყველაზე ბნელი პოპ შემსრულებელი" უწოდა. მისმა გულწრფელმა, რთულმა და ავტობიოგრაფიულმა ტექსტებმა განაპირობა ის, რომ მას „შვედეთის ყველაზე სევდიანი გოგონა" შეარქვეს.
სოლო ნამუშევრის გარდა, ტუვე ლოს დაწერილი აქვს სიმღერები სხვა შემსრულებლებისთვის, მათ შორის: ლორდისთვის „Homemade Dynamite“ (2017) და ელი გოლდინგისთვის „Love Me like You Do“ (2015), რომელმაც მოიპოვა გრემის ჯილდოსა და ოქროს გლობუსის ნომინაციები.
მას ჩაწერილი აქვს სიმღერები სხვადასხვა შემსრულებლებთან, მათ შორის, დიურან დიურანთან, Charli XCX-თან, ალესოსთან, ფლუიმთან, SG Lewis-თან, Chanel Tres-თან, ნიკ ჯონასთან, Seven Lions, Broods-თან, Urban Cone-თან, Ava Max-თან, Dua Lipa და Cylie Minogue .
ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტუვე ლუ დაიბადა 1987 წლის 29 ოქტომბერს ჰელსინგბორგში, სკანიას ოლქი, შვედეთი.[2][3][4] მას ჰყავს ერთი უფროსი ძმა და არის iZettle-ის თანადამფუძნებლის, მაგნუს ნილსონისა და ფსიქოლოგ გუნილა ნილსონ ედჰოლმის ქალიშვილი. მუსიკოსს სასცენო სახელი „Tove Lo“ ნათლიამ შეარქვა.
მან დაწერა თავისი პირველი სიმღერა 10 წლის ასაკში. ის სწავლობდა Rytmusikergymnasiet-ის მუსიკალურ სკოლაში.
მან ჩამოაყალიბა როკ ჯგუფი Tremblebee 2006 წელს. ჯგუფის დაშლის მიუხედავად, მას არ შეუწყვეტია მუსიკაზე მუშაობა და 2011 წელს დადო საგამომცემლო ხელშეკრულება Warner/Chappell Music-თან.[5] ის მუშაობდა პროდიუსერებთან: ალექსანდრე კრონლუნდთან, მაქს მარტინთან და ქსენომანიასთან. ასევე მუსიკოსმა დამოუკიდებლად ჩაწერა და გამოუშვა საკუთარი კომპოზიციები.
მან გამოუშვა თავისი პირველი სინგლი, „Love Ballad", 2012 წლის ოქტომბერში და მისი მეორე სინგლი, „Habits", 2013 წლის მარტში. მან გამოუშვა ლუკას ნორანდსთან ერთად სინგლი, "Run on Love", რომელიც გამოვიდა 2013 წლის ივნისში ნორდის ალბომისთვის. მან ასევე ითანამშრომლა Seven Lions-ისა და Myon & Shane 54-თან სინგლში „Strangers", რომელიც დაიწერა ფილმისთვის The Mortal Instruments: City of Bones. მან ასევე დაწერა Victoria Justice-ის „Gold“ და ტრეკები Icona Pop-ის ალბომისთვის This Is... Icona Pop.[6]
2013 წელს ტუვე ლომ ხელი მოაწერა კონტრაქტს Universal Music-სთან, Island-სა და Polydor-სთან. მომდევნო წელს მუსიკოსმა პოპულარობა მოიპოვა თავისი სადებიუტო ალბომით, „Queen of the Clouds“.[7] ალბომი 2014 წლის ოქტომბერში აშშ-ის ბილბორდ 200-ის ჩარტი მე-14 ადგილზე გავიდა. ალბომის სინგლი „Habits (Stay High)“, მესამე ადგილზე გავიდა აშშ-ის ბილბორდის ცხელი ასეულში. ალბომმა მიიღო პლატინის სერტიფიკატი ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის (RIAA) მიერ 2016 წელს. ალბომი გავიდა მე-17 ადგილზე გაერთიანებულ სამეფოში და მეექვსე ადგილზე შვედეთში. ასევე ალბომმა შვედეთის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციისგან (GLF) 40000 ერთეულის გაყიდვისთვის პლატინის სერტიფიკატი მიიღო.[8] ალბომის მეორე სინგლმა „Talking Body" დაიკავა მე-12 ადგილი აშშ-ის ბილბორდის ცხელ ასეულში, მე-16 შვედეთში და მე-17 ადგილი გაერთიანებულ სამეფოში. ასევე, მან გამოუშვა ალბომის ახალი სინგლები „Timebomb" და „Moments".
2015 წელს შვედურ მუსიკალურ დაჯილდოებაზე, გრამისზე, ტუვე ლომ გაიმარჯვა წლის შემსრულებლისა და წლის სიმღერის კატეგორიებში. ასევე, მან დაწერა სინგლები „Love Me like You Do" ელი გოლდინგისთვის და „Sparks" ჰილარი დაფისთვის.[9] მან დაწერა კიდევ ორი სიმღერა დაფის მეხუთე ალბომისთვის Breathe In. Breathe Out. კომპოზიციამ ,„Love Me Like You Do", დაიკავა პირველი ადგილი ბრიტანეთის სინგლების ჩარტში, ხოლო ბილბორდის ცხელი ასეულში მესამე ადგილზე გავიდა. კომპოზიციამ ასევე მოიპოვა ნომინაციები ოქროს გლობუსზე, გრემისა და Critic's Choice Awards-ზე.[10]
მისი მეორე ალბომი, Lady Wood, გამოვიდა 2016 წლის ოქტომბერში. ის ბილბორდ 200-ში მე-11 ადგილზე გავიდა. ალბომის წამყვანი სინგლი „Cool Girl“ ჰიტად იქცა. მუსიკოსის შემდგომ ჩანაწერებს, Blue Lips (2017) და Sunshine Kitty (2019), ასევე კომერციული წარმატება ხვდა წილად. ამასთანავე, კომპოზიციის, „Glad He's Gone“, მუსიკალური ვიდეო ნომინირებული იყო გრემის ჯილდოზე.
დისკოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Queen of the Clouds (2014)
- Lady Wood (2016)
- Blue Lips (2017)
- Sunshine Kitty (2019)
- Dirt Femme (2022)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Sveriges befolkning 2000 — Sveriges Släktforskarförbund, 2020.
- ↑ Tove "Tove Lo" Nilsson Swedish (Radio show/audio). Sveriges Radio. ციტირების თარიღი: 15 July 2017
- ↑ Sveriges Befolkning 1990
- ↑ Savage, Mark (11 April 2014). „Tove Lo: A Swedish pop star in waiting“. BBC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 August 2017. ციტირების თარიღი: 9 May 2015.
- ↑ Cragg, Michael (11 October 2012). „New music: Tove Lo – Love Ballad“. The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 September 2015. ციტირების თარიღი: 13 May 2015.
- ↑ Tove Lo Credits. ციტირების თარიღი: 12 May 2015
- ↑ Discography Tove Lo. swedishcharts.com. ციტირების თარიღი: 14 May 2015
- ↑ American certifications – Tove Lo. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია.
- ↑ Lindler, Emilee. (3 April 2015) 20 Songs You Didn't Know Tove Lo Wrote. MTV News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ოქტომბერი 2020. ციტირების თარიღი: 14 May 2015
- ↑ Winners & Nominees: Love Me Like You Do. Golden Globe Awards. Hollywood Foreign Press Association. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 იანვარი 2017. ციტირების თარიღი: 31 January 2017