დუა ლიპა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დუა ლიპა
Dua Lipa By Daniel Åhs Karlsson.jpg
ლიპა სტოკჰოლმში, შვედეთში
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი Dua Lipa
დაბ. თარიღი 22 აგვისტო, 1995 (1995-08-22) (25 წლის)
დაბ. ადგილი ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო
ეროვნება ინგლისელები და კოსოვოელი ალბანელები
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
აქტიური 2015-დან დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
ჯილდოები გრემის ჯილდო საუკეთესო ახალი შემსრულებლისთვის, Grammy Award for Best Dance Recording[5] , Brit Award for British Breakthrough Act[6] , Brit Award for British Female Solo Artist და Brit Award for British Single of the Year
ხელმოწერა Dua Lipa (nënshkrim).svg[7]
საიტი dualipa.com
დუა ლიპა ვიკისაწყობში

დუა ლიპა (ალბ. Dua Lipa; დ. 22 აგვისტო, 1995, ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო) — ინგლისელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მოდელი.[8][9] მისი მუსიკალური კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ის YouTube-ზე სხვა მომღერლების სიმღერების ქავერ ვერსიების განთავსება დაიწყო. 2015 წელს, იგი Warner Music Group-თან ხელშეკრულება გააფორმა და მალევე თავისი პირველი სინგლი გამოუშვა. 2016 წლის დეკემბერში, ჟურნალ Fader-მა ლიპას შესახებ დოკუმენტური ფილმი შეუკვეთა, სახელად „See in Blue“.

2017 წლის იანვარში, ლიპამ მოიგო EBBA-ს „მაყურებელთა არჩევანი“-ს პრემია.[10] მისი სადებიუტო სტუდიური ალბომი, 2017 წლის 2 ივნისს გამოვიდა. ალბომში შვიდი სინგლი შევიდა, მათ შორის ორი სინგლი ბრიტანული ტოპ-10-დან იყო: „Be the One“ და „IDGAF“, ასევე ბრიტანეთის ნომერ პირველი სინგლი „New Rules“, რომელიც აშშ-ში ტოპ-6 გახდა. 2018 წელს, ლიპამ Brit Awards-ის ორი ჯილდო: ბრიტანეთის ქალი სოლო მომღერლისა და ბრიტანეთის წლის გარმღვევი მომღერლის ჯილდო მოიგო.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიპა დაიბადა 1995 წლის 22 აგვისტოს ლონდონში, კოსოვოელი ალბანელი მშობლების ოჯახში, რომლებიც 1990-იან წლებში დატოვეს პრიშტინა და საცხოვრებლად გადავიდნენ დიდ ბრიტანეთში.[8][9] სწავლობდა სილვიას ახალგაზრდა სათეატრო სკოლაში, თუმცა სკოლა არ დაუსრულებია,[11] ვინაიდან, 2008 წელს, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად კოსოვოში დაბრუნდა.[3] ლიპა, მამამისის სმენით გაიზარდა, რომელიც მომღერალი დუკაგინ ლიპა იყო.[12] მისი სახელი ალბანურად „სიყვარულს“ ნიშნავს.[13]

14 წლის ასაკში დაიწყო თავისი საყვარელი მომღერლების (როგორიცაა პინკი და ნელი ფურტადო) სიმღერების გახმოვანება და YouTube-ზე გამოქვეყნება.[14][15] 15 წლის ასაკში, მომღერლად გახდომის სურვილით ლონდონში დაბრუნდა.[16] ცოტა ხნის შემდეგ კი მოდელად დაიწყო მუშაობა.[14] 2013 წელს, The X Factor-ის სატელევიზიო რეკლამაში გადაიღეს.[17]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წელის, ლიპამ და მამამისმა შექმნეს საქველმოქმედო ფონდი Sunny Hill Foundation, კოსოვოს მოქალაქეების მხარდასაჭერად, საიდანაც წარმოშობით მისი მშობლები არიან.[18]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Yeung, Neil Z.. Dua Lipa | Biography & History. AllMusic. ციტირების თარიღი: 15 July 2017.
  2. Green, Chris. (27 January 2016) Dua Lipa, O2 ABC, Glasgow, review: Jazz-infused songs recall a smoke-filled cabaret bar. The Independent. ციტირების თარიღი: 22 July 2016.
  3. 3.0 3.1 Davidson, Amy b. (11 December 2015) Meet your new favourite popstar Dua Lipa – just don't call her the new Lana Del Rey. Digital Spy. ციტირების თარიღი: 9 July 2016.
  4. „Pop Corner: Dua Lipa saves the Last Dance; Adele is done with James Bond“. The Irish Times. ციტირების თარიღი: 2 September 2017.
  5. https://www.grammy.com/grammys/news/silk-city-dua-lipa-win-best-dance-recording-electricity-2019-grammys
  6. https://www.youtube.com/watch?v=g7ehqTwfVQE
  7. https://www.ebay.es/itm/DUA-LIPA-SIGNED-PHOTO-PRINT-AUTOGRAPH-NEW-RULES-/372064668735?redirect=mobile
  8. 8.0 8.1 Savage, Mark. (9 February 2016) Dua Lipa: A pop star in waiting. BBC News. ციტირების თარიღი: 7 May 2016.
  9. 9.0 9.1 Lester, Paul. (1 January 2016) Shake it up: the future female pop stars of 2016. The Guardian. ციტირების თარიღი: 7 May 2016.
  10. Legrand, Emmanuel (12 January 2017). „Dua Lipa scoops Public Choice Award at the EBBAs“. ციტირების თარიღი: 13 January 2017.
  11. The Realest It Gets: Dua Lipa.
  12. Njihuni me Dua Lipa, shqiptarja që premton të bëhet ylli i ardhshëm në muzikë
  13. Patrizia meets Dua
  14. 14.0 14.1 Weber, Lindsey. (9 December 2015) Meet Dua Lipa, A Restless Spirit with a Mighty Big Voice. The Fader.
  15. 'I want to work with A$AP Rocky' – Dua Lipa talks dark pop and hip hop influences. BBC Radio 1 (10 December 2015).
  16. Gore, Sydney. (23 October 2015) Band Crush: Dua Lipa. Nylon.
  17. Murphy, Lauren. (30 August 2017) Watch: Turns out Dua Lipa appeared on an ad for The X Factor back in 2013. entertainment.ie. ციტირების თარიღი: 3 December 2017.
  18. DeSantis, Marissa. „21-Year-Old Dua Lipa Is About to Blow Your Mind“. Teen Vogue. ციტირების თარიღი: 2018-01-27.