TRAPPIST-1

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
TRAPPIST-1
დაკვირვების მონაცემები
ეპოქა: J2000.0
მანძილი: 39.5 ± 1.3 სინ. წელი (12.1 ± 0.4 პკ)
მასა: 0,08 ± 0,009
რადიუსი: 0,114 ± 0,006
სიკაშკაშე: 0,000525 ± 0,000036
ტემპერატურა: 2550 ± 55

TRAPPIST-1 (ასევე ცნობილია როგორც 2MASS J23062928-0502285[1]) — 40 სინათლის წლის დაშორებით მდებარე ვარსკვლავური სისტემა, რომლის გარშემოც 7 კლდოვანი პლანეტა ბრუნავს. ვარსკვლავური სისტემა მდებარეობს მერწყულის თანავარსკვლავედში.[2][3] ნასამ აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია 22 თებერვალს, თბილისის დროით 22:00 საათზე გამოაცხადა სპეციალურ პრესკონფერენციაზე.[3] NASA-მ აღნიშნული აღმოჩენა გააკეთა სპიცერის კოსმოსური ტელესკოპის გამოყენებით. სპიცერის კოსმოსურმა ტელესკოპმა აღმოჩენისთვის ტრანზიტული მეთოდი გამოიყენა.[3]

მეცნიერთა შეფასებით, სამი პლანეტა სასიცოცხლო ზონაში იმყოფება და შესაბამისად, თხევადი წყალიც არსებობს, რაც სიცოცხლის არსებობის წინაპირობაა.[3]

სისტემაში მდებარე ერთ-ერთი პლანეტა გრავიტაციულადაა ჩაჭერილი თავის დედა-ვარსკვლავთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სულ ერთი სახით უყურებს ვარსკვლავს.[3]

სამი პატარა პლანეტა წითელ ჯუჯასთან ძალიან ახლოს მოძრაობს (მზესა და დედამიწის მანძილის 1%-ით, 1,5%-ით და 5%-ით). წელიწადი უახლოეს პლანეტაზე მხოლოდ დედამიწის 1,5 დღე გრძელდება, მეორეზე 2,4 დედამიწის დღე. რაც შეეხება მესამე პლანეტას, მისი ორბიტა ცოტა გაურკვეველია. მეცნიერთა შეფასებით, მისი ორბიტალური პერიოდი 4,5-7,3 დედამიწის დღეა.[3] რაც შეეხება დედა-ვარსკვლავს, იგი წითელი ჯუჯაა.[3]

მისი მასა მზის მასის 8%-ია, ხოლო რადიუსი 11%. მისი ზედაპირის ტემპერატურა 2277 გრადუსი ცელსიუსია და დაახლოებით 500 მილიონი წლისაა. შედარებისთვის, ჩვენი მზე 4,6 მილიარდი წლისაა და ზედაპირის ტემპერატურა დაახლოებით 5727 გრადუსი ცელსიუსია. ასეთი მასის გამო, წითელ ჯუჯებს 4-5 ტრილიონ წელიწადს შეუძლიათ არსებობა. თავდაპირველად, აღნიშნულ სისტემაში ორი პლანეტა იყო აღმოჩენილი.[3]

TRAPPIST-1 პლანეტური სისტემა [4] [5]
კომპანიონი

(ვარსკვლავიდან დაშორებით)

მასა დიდი ნახევარღერძი (აე) ორბიტალური პერიოდი (დღეები) ექსცენტრისიტეტი დახრილობა რადიუსი
b 0.85±0.72 M 0.01111 1.51087081 ± 0.00000060 < 0.081 89.65 ± 0.25° 1.086 ± 0.035 R
c 1.38±0.61 M 0.01522 2.4218233 ± 0.0000017 < 0.083 89.67 ± 0.17° 1.056 ± 0.035 R
d 0.41±0.27 M 0.021 ± 0.006 4.049610 ± 0.000063 < 0.070 89.75 ± 0.16° 0.772 ± 0.030 R
e 0.62±0.58 M 0.028 6.099615 ± 0.000011 < 0.085 89.86 ± 0.11° 0.918 ± 0.039 R
f 0.68±0.18 M 0.037 9.206690 ± 0.000015 < 0.063 89.680 ± 0.034° 1.045 ± 0.038 R
g 1.34±0.88 M 0.045 12.35294 ± 0.00012 < 0.061 89.710 ± 0.025° 1.127 ± 0.041 R
h უცნობია (სავარაუდოდ <1) M 0.063+0.027

−0.013

20+15

−6

უცნობია 89.80 ± 0.07° 0.755 ± 0.034 R

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=TRAPPIST-1&oldid=3224755“-დან