TRAPPIST-1e

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
TRAPPIST-1e, მხატვრის წარმოსახვა

Trappist-1E (აგრეთვე ცნობილი როგორც 2MASS J23062928-0502285E) — სავარაუდოდ კლდოვანი ეგზოპლანეტა, რომელიც ბრუნავს ულტრაცივი ჯუჯა ვარსკვლავის Trappist 1-ის დასახლებად ზონაში. პლანეტის აღმოჩენა მოხერხდა ტრანზიტული მეთოდით. Trappist-1E არის ერთ-ერთი იმ შვიდი ეგზოპლანეტიდან, რომელიც აღმოაჩინეს სპიცერის კოსმოსური ტელესკოპის მეშვეობით.[1] აღსანიშნავია, რომ პლანეტა დასახლებად ზონაში მდებარეობს.[2] Trappist-1E არის დედამიწის ზომის პლანეტა, რაც იმას ნიშნავს რომ მისი მასა და რადიუსი მიახლოებულია დედამიწის ანალოგიურ მაჩვენებელთან. მისი წონასწორობის ტემპერატურა ახლოსაა დედამიწის წონასწორობის ტემპარატურასთან და შეადგენს 251,3 K (-22 °C; -7 °F). მისი რადიუსია დაახლოებით 0.92 R⊕, მასა 0.62 M⊕. აღნიშნული იძლევა საშუალებას დადგინდეს მისი გრავიტაცია, რაც დედამიწის გრავიტაციის 74 % შეადგენს პლანეტის ორბიტალური პერიოდი დაახლოებით 6 დღეა. ეგზოპლანეტა გამოცხადა დასახლებად ზონაში მბრუნავ პლანეტად, რადგან ის თავის დედა ვარსკვლავისგან დაშორებულია ისეთ მანძილზე, სადაც სხვა პირობების და ატმოსფერული თვისებების არსებობის შემთხვევაში, მის ზედაპირზე შეიძლება არსებობდეს წყალი თხევად მდგომარეობაში. პლანეტის რადიუსი რომელიც 0.92 დედამიწის რადიუსია, მეცნიერებს ავარაუდებინებს რომ ეს კლდოვანი პლანეტაა.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=TRAPPIST-1e&oldid=4008611“-დან