შინაარსზე გადასვლა

Syd Barrett (ალბომი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Syd Barrett
კომპილაციური ალბომი
გამოცემის თარიღი 14 ნოემბერი 1974
ჩაიწერა ები-როუდის სტუდიები, მაისი 1968 - ივლისი 1970
ჟანრი როკ-მუსიკა
ხანგრძლივობა 76:30
ლეიბლი Harvest/EMI
პროდიუსერი სიდ ბარეტი, პიტერ ჯენერი, მალკოლმ ჯონსი, როჯერ უოტერსი, დეივიდ გილმორი, რიჩარდ რაიტი
სიდ ბარეტი — ქრონოლოგია
Barrett
(1970)
Syd Barrett
(1974)
Syd Barrett:
The Peel Sessions

(1987)
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic4.5/5 stars[1]
რობერტ კრისტგოუ(B)[2]

Syd Barrettსიდ ბარეტის კომპილაციური გამოცემა, რომელშიც შეტანილია მისი ორი ალბომი - The Madcap Laughs და Barrett. გამოვიდა 1974 წელს. ორივე ალბომი ჩაწერილია მუსიკოსის მიერ პინკ ფლოიდის დატოვების შემდეგ.

მას შემდეგ, რაც პინკ ფლოიდის ალბომმა The Dark Side of the Moon უდიდესი წარმატება იქონია, ლეიბლმა EMI გადაწყვიტა, გამოეცა ბარეტის ალბომებიც, იმ იმედით, რომ ამჯერად მათ უფრო დიდი ყურადღება მიექცევა, ვიდრე მანამდე. თუმცა, კრებულის წარმატება აშშ-ში აღინიშნა მხოლოდ #163 პოზიციით ჩარტში.

გარეკანზე გამოტანილ სიდის ფოტოსურათთან ერთად, სტორმ თორგერსონმა დიზაინში გამოიყენა მოგონება რეალურ ამბავზე - მისივე თქმით, ერთ-ერთ წვეულებაზე სიდმა ერთ კუთხეში დადო ქლიავი, ასანთის კოლოფი და ფორთოხალი და ამ ყველაფერს მისჩერებოდა.

გამოცემის შიდა მხარეს წარმოდგენილია ჯგუფისა და სიდ ბარეტის ფოტოსურათები.

ყველა სიმღერის ავტორია სიდ ბარეტი, გარდა მითითებულისა

  1. Terrapin - 4:04
  2. No Good Trying - 3:16
  3. Love You - 2:23
  4. No Man's Land - 2:57
  5. Dark Globe - 1:57
  6. Here I Go - 3:05
  1. Octopus - 3:43
  2. Golden Hair - 1:56
  3. Long Gone - 2:45
  4. She Took A Long Cold Look - 1:48
  5. Feel - 2:13
  6. If It's In You - 2:22
  7. Late Night - 3:12
  1. Baby Lemonade - 4:06
  2. Love Song - 3:00
  3. Dominoes - 4:04
  4. It Is Obvious - 2:54
  5. Rats - 2:56
  6. Maisie - 2:46
  1. Gigolo Aunt - 5:38
  2. Waving My Arms In The Air / I Never Lied To You - 3:54
  3. Wined And Dined - 2:53
  4. Wolfpack - 3:41
  5. Effervescing Elephant - 1:50
წელი ჩარტი პოზიცია
1974 ბილბორდი 163[1]
  1. 1.0 1.1 Thompson, Dave. The Madcap Laughs/Barrett - Syd Barrett : სიმღერები, მიმოხილვები, ავტორობა, ჯილდოები. AllMusic. ციტირების თარიღი: 31 ივლისი 2012.
  2. CG: Syd Barrett. Robert Christgau. ციტირების თარიღი: 5 დეკემბერი 2012.