შინაარსზე გადასვლა

So Far Away (Dire Straits-ის სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„So Far Away“
სინგლიDire Straits
ალბომიდან Brothers in Arms
B-მხარე „Walk of Life“ (ევროპა)
„If I Had You“ (აშშ)
გამოსვლის თარიღი 8 აპრილი 1985 (ევროპა)
1986 (აშშ)
ჟანრი რუტს-როკი
ხანგრძლივობა 5:12
ხმისჩამწერი ლეიბლი Vertigo Records (გაერთიანებული სამეფო)
Warner Bros. Records (აშშ)
ავტორ(ებ)ი მარკ ნოპფლერი
პროდიუსერი მარკ ნოპფლერი, ნილ დორფსმანი
Dire Straits — სინგლების ქრონოლოგია
„Love over Gold (საკონცერტო)“
(1984)
So Far Away
(1985)
„Money for Nothing“
(1985)

So Far Away“ — ბრიტანული როკ-ჯგუფ Dire Straits-ის სიმღერა მეხუთე სტუდიური ალბომიდან Brothers in Arms. ეს არის ჯგუფის მეოთხე და უკანასკნელი სინგლი, რომელიც Billboard-ის ოცეულში მოხვდა (#19 პოზიცია).

"So Far Away" ბრიტანეთსა და ევროპაში 1985 წლის 8 აპრილს გამოვიდა, როგორც Brothers in Arms-ის წამყვანი სინგლი. ბრიტანეთის ჩარტში იგი #20 ადგილამდე ავიდა, მაგრამ ნორვეგიაში #4 იყო, შვეიცარიაიში - #6, შვედეთში - #7, ხოლო იტალიაში - #33. იგი აგრეთვე გამოვიდა ავსტრალიაში, სადაც #22 პოზიციამდე მიაღწია.

1985 წელს იგი Billboard-ის Hot Mainstream Rock Tracks-ში #29 პოზიციაზე მოხვდა, თუმცა სინგლის სახით აშშ-ში მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გამოვიდა. ამის შემდეგ იგი Hot Adult Contemporary Tracks-ის #3 პოზიციას იკავებდა და Billboard Hot 100-ის #19-ს - ამით ჯგუფს ცხელ ასეულში ალბომის ზედიზედ რიგით მესამე ჰიტი ჰქონდა, რომელიც ზედა ოცეულში მოხვდა.

"So Far Away"-ს ევროპულ გამოცემაში b-მხარეზე შეტანილი იყო ალბომის კიდევ ერთი სიმღერა, "Walk of Life". [1] ევროპაში იგი ცალკე სინგლად გამოვიდა, როგორც ალბომის მეოთხე სინგლი (მოგვიანებით - აშშ0-შიც), 1985 წლის ბოლოს და ცხელ ასეულში #7 პოზიციას იკავებდა, ხოლო ბრიტანეთში - #2-ს - ჯგუფისთვის ეს მშობლიურ მიწაზე ყველაზე წარმატებული სინგლი აღმოჩნდა. 7" სინგლში შეტანილი იყო "So Far Away"-ს შემოკლებული ვერსია გრამფირფიტიდან, მაგრამ 12"-ში ალბომის CD ვერსიის მიქსი მოხვდა. მას ხოლმე შეცდომით უთითებენ, როგორც ვრცელ მიქსს.

აშშ-ში სინგლში შეტანილია b-მხარე "If I Had You", 1983 წლის EP-დან ExtendedancEPlay.[2] კანადაში შეზღუდული ორმაგი ვინილი შეიცავდა "So Far Away"-ს სრულ ვერსიას, ისევე, როგორც "Going Home"-ის და "Sultans of Swing"-ის საკონცერტო ვერსიებს, სიმღერის "Why Worry" ინსტრუმენტულ ვერსიას და მარკ ნოპფლერის სოლო კომპოზიციას "Fear and Hatred".[3]

მარკ ნოპფლერის 2006 წლის საკონცერტო ალბომში Real Live Roadrunning, რომელიც ემილუ ჰარისის მონაწილეობით ჩაიწერა, შეტანილია "So Far Away"-ს საკონცერტო ვერსია. ნოპფლერი კომპოზიციას სოლო კონცერტებზე ხშირად ასრულებს.

ჩარტი (1985) უმაღლესი
პოზიცია
ავსტრალია - Kent Music Report 22
კანადური RPM-ის სინგლების ჩარტი 24
ჰოლანდიის ტოპ 40 23
ირლანდიის სინგლების ჩარტი 14
იტალიის სინგლების ჩარტი 33
ახალი ზელანდიის სინგლების ჩარტი 25
ნორვეგიის სინგლების ჩარტი 4
შვედეთის სინგლების ჩარტი 7
შვეიცარიის მუსიკალური ჩარტები 6
სამხრეთ აფრიკული ტოპ 20 [4] 5
ბრიტანეთის სინგლების ჩარტი 20
აშშ Billboard Hot 100 19
აშშ Hot Adult Contemporary 3
აშშ - Top Rock Tracks 29

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]