Robotsystem 70

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კომპლექსი RBS 70

Robotsystem 70 (შემოკლ. RBS 70) — გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი. განკუთვნილია დაბალ სიმაღლეზე მფრენი მოწინააღდეგეს შვეულფრენების და თვითმფრინავების დასაზიანებლად. წარმოებულია შვედეთში კომპანია Bofors Defence-ის (ამჟამად Saab Bofors Dynamics) მიერ. მასში გამოიყენება შვედური წარმოების რაკეტა RB 70, რომელიც ასევე გამოიყენება სხვა შვედურ სისტემებშიც.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

RBS 70 შემუშავდა შვედეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის (ჰსთ) უზრუნველსაყოფად იაფი, მარტივად გამოსაყენებელი და ეფექტიანი ახლო მანძილის მიწა-ჰაერის ტიპის სარაკეტო სისტემით. RBS 70 სისტემამდე შვედეთის ჰსთ-ის ქვაკუთხედს ამერიკული HAWK (ჰოუკ) სისტემა (RBS 77 და RBS 97 "შვედური ჰოუკი"), ამერიკული Redeye (RBS 69) და შვედური Bofors m/48 საზენიტო ქვემეხი წარმოადგენდნენ. შვედეთის არმიამ RBS 70 შეიარაღებაზე მიიღო 1977 წელს დაბალი ღირებულების და ახლო მანძილის სისტემაზე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის აგების ძირითადი მიზეზი იყო შვედეთის იმჟამინდელი სამხედრო დოქტრინნით გათვალისწინებული ბრძოლის მეთოდი, რომელშიც მობილურობას და დაბალ საექსპლუატაციო მოთხოვნებს აქვთ დიდი მნიშვნელობა.

შვედეთის არმიამ გადაწყვიტა ჩაენაცვლებინა RBS 70 კომპლექსები სახმელეთო ბაზირების IRIS-T რაკეტებით. 2006 წლის მონაცემებით საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი RBS 70 იმყოფება 18 ქვეყნის შეიარაღებაზე, მათ შორის არგენტინის, ბაჰრეინის, ვენესუელის, ირანის, ინდონეზიის, ირლანდიის, ნორვეგიის, ავსტრალიის, სინგაპურის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ტაილანდისა და ა.შ.

ტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

RBS 70-ის მართვადი რაკეტა. ნორმალური აეროდინამიკული სქემა. საქშენი მოწყობილობები განლაგებულია რაკეტის სტაბილიზატორების არეში
RBS 70-ის ორი კომპლექსი დამონტაჟებული Tatra 815-7-ზე. ჩეხეთი.

2003 წლიდან მიიღეს კომპლექსის საზენიტო რაკეტების გაუმჯობესებული მოდიფიკაცია Bolide. ახალი მოდიფიკაცია წინამორბედებისგან განსხვავდება მოქმედების გაზრდილი მანძილით — 8 კმ-მდე, ახალი საბრძოლო ნაწილით, შეყენების სამი მდგომარეობის მქონე ადაპტური რადიოამფეთქით (დარტყმითი მოქმედების, ნორმალური რეჟიმი და მცირე ზომის მიზნებთან მუშაობის) რის ხარჯზეც გაიზარდა დასაზიანებელი მიზნების დიაპაზონი, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების და შემტევი ფრთოსანი რაკეტების დაზიანების ხარჯზე. კოპლექსის მასაა 87 კგ. აღჭურვილია მიზნის ამოცნობის სისტემით.

მართვადი საზენიტო რაკეტის ტიპი Rb-70Mk0 Rb-70 Mk1 Rb-70 Mk2 "Bolide"
შეიარაღებაზე მიღების წელი 1977 1990 1993 2001
მაქსიმალური სიშორე, მ 5000 5000 7000 8000
მინიმალური სიშორე, მ 200 200 200 250
ჭერი, მ 3000 3000 4000 5000
მაქსიმალური სიჩქარე, მ/წმ 525 550 580 >680
მართვადი რაკეტის სიგრძე, სმ 132 132 132 132
მართვადი რაკეტის დიამეტრი, მმ 106 106 106 106
მართვადი რაკეტის მასა, კგ 15 17 17 -

შეიარაღებაზეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The World Defence Almanac, 1996–97, p. 38,
  2. Army of Brazil to purchase SAAB RBS 70 VSHORAD Very Short Range Air Defense System.
  3. "Register of the transfers of major conventional weapons from Sweden 1995–2005" დაარქივებული 2006-08-23 საიტზე Wayback Machine. . Stockholm International Peace Research Institute (SIPRI).
  4. Saab sells air defence to Finland worth 600 million SEK (press release), Saab, 2007-01-18.
  5. "Giddy over air-defense system". The Baltic Times (Baltic News Service). November 17, 2004.
  6. Hussain, Maryam (June 2, 2006). "Deal signed with Bofors for missile repair". The Daily Times (Pakistan). Retrieved May 26, 2013.