(Don't Go Back To) Rockville

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
„(Don't Go Back To) Rockville“
სინგლი  – R.E.M.
ალბომიდან Reckoning
B-მხარე „Catapult“ (საკონცერტო)
გამოსვლის თარიღი ოქტომბერი 16, 1984 (1984-10-16)
ფორმატი 7", 12"
ჩაიწერა 1984
ჟანრი ჯენგლ-პოპი[1], ქანთრი-როკი[2]
ხანგრძლივობა 4:55
ლეიბლი I.R.S
სიმღერის ავტორი ბილ ბერი, პიტერ ბაკი, მაიკ მილზი და მაიკლ სტაიპი[3]
პროდიუსერი დონ დიქსონი და მიტჩ ისტერი
R.E.M. – სინგლების ქრონოლოგია

„So. Central Rain (I'm Sorry)“
(1984)
(Don't Go Back To) Rockville
(1984)
„Cant Get There from Here“
(1984)

(Don't Go Back To) Rockville“ — ამერიკული ალტერნატიული როკ-ჯგუფ R.E.M.-ის სიმღერა და სინგლი მეორე სტუდიური ალბომიდან Reckoning. ეს სიმღერა „ბილბორდის“ ცხელ ასეულში ან ბრიტანეთის ჩარტებში არ მოხვედრილა.

სიმღერის ავტორია მილზი (ალბომზე ავტორებად მითითებულები არიან ბერი/ბაკი/მილზი/სტაიპი). იგი დაიწერა 1980 წელს, როგორც თხოვნა ინგრიდ შორის, მილზის მეგობარი გოგონასადმი, არ დაბრუნებულიყო როკვილში (მერილენდი)[4], თავის მშობლებთან.[5] შორი, რომელიც შემდგომში ჟურნალისტი გახდა, წერდა მილზთან ურთიერთობის შესახებ და სიმღერის ისტორია ჯგუფის შესახებ ამა თუ იმ წიგნში აღწერილია[5]. პიტერ ბაკი ამბობდა, რომ თავდაპირველად ნომერი სრულდებოდა პანკის და თრეშის სტილისტიკით, მაგრამ სინგლისთვის ჩაიწერა ქანთრის ჟანრში, როგორც სახუმარო მიძღვნა მენეჯერ ბერტ დაუნზისადმი.[6]

დროთა განმავლობაში საკონცერტო გამოსვლებისას მილზმა თავად დაიწყო სიმღერაში წამყვანი ვოკალის შესრულება, მაიკლ სტაიპის სანაცვლოდ. 1998 წელს R.E.M. გამოვიდა VH1 Storytellers-ზე, სადაც მაიკმა სიმღერაში გაჟღერებული სოლო პიანინოზე შეასრულა. საკონცერტო ვერსია გამოვიდა 2004 წელს, სინგლის „Leaving New York“ B-მხარეზე და შეტანილია 2007 წლის R.E.M. Live-ში.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორები - ბილ ბერი, პიტერ ბაკი, მაიკ მილზი და მაიკლ სტაიპი.

ევროპული სინგლები

  1. (Don't Go Back To) Rockville (რედ.) – 3:55
  2. Wolves, Lower – 4:14
  3. 9-9 (საკონცერტო)1 (მხოლოდ 12" ფორმატში)
  4. Gardening at Night (საკონცერტო)1 (მხოლოდ 12" ფორმატში)

ამერიკული სინგლები

  1. (Don't Go Back To) Rockville (რედ.) – 3:55
  2. Catapult (საკონცერტო)2

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1 Theater El Dorado, პარიზი, საფრანგეთი, 20 აპრილი, 1984.
2 Music Hall, სიეტლი, ვაშინგტონი, 27 ივნისი, 1984.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Reckoning AllMusic review
  2. Janovitz, Bill. (Don't Go Back To) Rockville. AllMusic. წაკითხვის თარიღი: 2012-02-14.
  3. ALBUMS. R.E.M.Hq (2011-12-18). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-02-05. წაკითხვის თარიღი: 2012-02-14.
  4. Black, Johnny (2004). Reveal: The Story of R.E.M. Backbeat Books. ISBN 0-87930-776-5.
  5. 5.0 5.1 Schorr, Ingrid. HERMENAUT: I'm Reading as Fast as I Can: Minnie Minnola's Story. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2009-09-26. წაკითხვის თარიღი: 2009-09-24.
  6. R.E.M.-ის Eponymous-ის შენიშვნები.