ჯგუფის გაერთიანების იდეას წლების განმავლობაში თავად ჰემილი ეწინააღმდეგებოდა, თუმცა 2004 წელს (ჰემილის კონცერტებზე მოულოდნელი გაერთიანებების შემდეგ) მუშაობა დაიწყო Van der Graaf Generator-ის ახალ სტუდიურ ჩანაწერზე. მასში შეტანილია ერთი დისკი, რომელზეც მხოლოდ სიმღერებია (ინსტრუმენტული "Boleas Panic"-ის გარდა) და მეორე, რომელზეც სტუდიური იმპროვიზაციებია. 2005 წელს დაიწყო ჯგუფის წარმატებული ტურნე, რომელშიც შეტანილი იყო ახალი ალბომის მხოლოდ ორი სიმღერა - "Every Bloody Emperor" და "Nutter Alert".