Pop Idol

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Pop Idol
ჟანრი რეალითი შოუ
ავტორი საიმონ ფულერი
წამყვანი ენტონი მაკ-პარტლინი
დეკლენ დონელი
ჟიური ნიკი ჩეპმენი
საიმონ კოუელი
ნილ ფოქსი
პიტ უოტერმენი
კომპოზიტორ(ებ)ი კეიტი დენაისი
ჯულიან ჯაინჯელი
ბერი სტოუნი
ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
სეზონი 2
სერია 46
წარმოება
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი საიმონ ფულერი
ნაიჯელ ლითგო
რიჩარდ ჰოლოუეი
კენ უორვიკი
ადგილ(ებ)ი Criterion Theatre (თეატრის რაუნდები)
Teddington Studios (ჰიტები)
The Fountain Studios (ფინალები)
ხანგრძლივობა 60–165 წთ (რეკლამებით)
კომპანია Thames Television
19 Entertainment
დისტრიბუტორი Fremantle
ეთერი
ორიგინალური არხი ITV
ჩვენების ფორმატი 16:9
ეთერში 6 ოქტომბერი, 200120 დეკემბერი, 2003
დაკავშირებული შოუები Pop Idol Extra
რესურსები ინტერნეტში
საიტი

Pop Idol — ბრიტანული ვოკალისტების რეალითი შოუ, რომლის ავტორია საიმონ ფულერი. გადაიცემოდა ტელეკომპანია ITV-ზე 2001-2003 წლებში. შოუს კონკურსანტები იყვნენ ახალგაზრდა პოპის ჟანრის მომღერლები.

მას შემდეგ უამრავ ქვეყანაში შეიქმნა მისი ანალოგები, მათ შორის აშშ-ში, ავსტრალიაში, ლიბანში, ინდონეზიაში, კანადაში, ინდოეთში, პაკისტანში, შვედეთში, პორტუგალიაში, ბრაზილიაში, საქართველოში და ა.შ.

შოუს მხოლოდ ორი სეზონი გავიდა ეთერში — პირველი 2001-2002 წლებში და მეორე — 2003 წელს. Pop Idol 2004 წელს The X Factor -მა ჩაანაცვლა.

ფორმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც ერთ-ერთმა პოპულარულმა ბრიტანულმა სატელევიზიო ფორმატმა, Pop Idol-მა შექმნა პრემიუმ-ფასად ღირებული ტელემაყურებლის ინტერაქტივაციის ვრცელი გამოყენება: ტელემაყურებლები ხმას აძლევდნენ ტელეფონით, ასევე ისინი ხმას აძლევდნენ მობილურ ტელეფონებში SMS-ების წერით და ციფრულ ტელევიზიაზე და ოფიციალურ ვებსაიტზე წითელი ღილაკის დაჭერით, რომლებიც მეორე სეზონში დაემატა. პირველი სეზონის ფინალში, რომელიც გაიმართა 2002 წლის 9 თებერვალს, იყო ძალიან ბევრი ხმები, რის გამოც შოუ ერთ-ერთი გახდა ITV-ის პოპულარულ ტელეპროგრამებს შორის. დამატება შოუმ ITV2-ზე, Pop Idol Extra-მ, რომლის წამყვანი კეიტ თორნთონი იყო, ასევე შექმნა მობილური ტელეფონის SMS-ების ვრცელი გამოყენება, რათა ამაღლებულიყო დამატებითი შემოსავალი. პირველ სეზონში იყო ძალიან ბევრი ხმები ტელეფონიდან და ინტერნეტიდან.

დამატება შოუ ეთერში გადიოდა კასტინგების შემდეგ, სადაც მომღერლები მღეროდნენ, სანამ მათ ოთხი ჟიური შეაფასებდა. კასტინგები ტარდებოდა გაერთიანებული სამეფოს სხვადასხვა ადგილზე. წარმატებული მომღერლების მიღმა, არაწარმატებული მომღერლების კასტინგებსაც უშვებდნენ ეთერში. არაწარმატებული მომღერლები ჟიურისგან ცუდ შეფასებებს იღებდნენ, განსაკუთრებით საიმონ კოუელისგან (რომლის გამო ის ცნობილი გახდა American Idol-ზე). ჟიურის შეფასებები ზოგს არ მოსწონდა, დანარჩენებს სასაცილოდ ეჩვენებოდათ. ჟიურის შეფასებების გამო შოუს ბევრი მტერი გამოუჩნდა, მათ შორის Take That-ის მენეჯერი ნაიჯელ მარტინ სმითი.

როცა კასტინგები სრულდებოდა, შოუ გადადიოდა Criterion Theatre-ში, სადაც ჟიური ადგენდა 50 მომღერლისგან შედგენილ ჯგუფს. ეს იყო უკანასკნელი რაუნდი, სადაც ჟიურს მომღერლების კონტროლი შეეძლო.

შოუს მესამე რაუნდი ტარდებოდა კონვენციონალურ სატელევიზიო სტუდიაში. 50 მომღერალი ხუთ ჯგუფად იყოფოდა, თითოეულში ათი მომღერალი იყო. თითო მომღერალი ჟიურის წინაშე ერთ სიმღერას მღეროდა, ასევე უკრავდა პიანინოც. თითო ჟიური თავის ოპონენტს სთავაზობდა, და ბოლოს მაყურებლის ხმებიც ირკვეოდა. თითო ჯგუფიდან ლაივ შოუებში ორი მომღერალი გადადიოდა. მეორე სეზონში დაემატა ვაილდქარდ რაუნდი, რომელიც პირველად American Idol-ში გამოჩნდა. ლაივ შოუებში მოსახვედრად ერთ მომღერალს ხალხი ირჩევდა, ხოლო მეორეს - ჟიური.

ბოლო რაუნდზე, შოუ გადადიოდა უფრო დიდ სატელევიზიო სტუდიაში, სადაც მომღერალი დიდ სცენაზე მღეროდა. ასევე მღეროდნენ უკანა მომღერლები და უკრავდა ბენდი. თითო ლაივ შოუს თავისი თემა ჰქონდა და მომღერლები თემასთან დაკავშირებულ სიმღერებს მღეროდნენ. ჟიური მომღერალს ისევ აძლევდა შეფასებას, მაგრამ შედეგებს ხალხი წყვეტდა თავიანთი ხმებით. ვინც ყველაზე ცოტა ხმას იღებდა, შოუს ეთიშებოდა. დანარჩენები აგრძელებდნენ შოუში მონაწილეობას, სანამ გამარჯვებულს გამოავლენდნენ.

სერიების მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

N პრემიერა ფინალი გამარჯვებული მეორე ადგილოსანი წამყვანები ჟიური
1 6 ოქტომბერი, 2001 9 თებერვალი, 2002 უილ იანგი გარეტ გეიტსი ენტონი მაკ-პარტლინი დეკლენ დონელი საიმონ კოუელი ნილ ფოქსი ნიკი ჩეპმენი პიტ უოტერმენი
2 13 სექტემბერი, 2003 20 დეკემბერი, 2003 მიშელ მაკ-მანუსი მარკ როდესი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Pop_Idol&oldid=4597710“-დან