ულვაშა წივწივა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Panurus biarmicus)
ულვაშა წივწივა

მამალი

დედალი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Panurus biarmicus (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22716776

ულვაშა წივწივა[1] (ლათ. Panurus biarmicus) — ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა, ოჯახ Panuridae-ის ერთადერთი წარმომადგენელი. ნამდვილ წივწივებთან მისი ნათესაური კავშირები დისკუსიის საგანია.

სხეულის სიგრძეა 15–19 სმ, მასა 12–20 . ბოლო გრძელი და საფეხუროვანი, ფრთები მოკლე და მომრგვალებული. შეფერილია წითურ-ჟანგმიწოვნად, აქვს შავი, თეთრი, მოცისფრო-რუხი და მოვარდისფრო ტონების მონაკვეთები. თვალები და ნისკარტი ყვითელია. მამალს ახასიათებს შავი წამახვილებული „ულვაშები“ (აქედან სახელწოდება). ხმა მკვეთრი, ჟღრიალა წრიპინია. კერებადაა გავრცელებული დასავლეთ ევროპიდან ირანამდე, ტიბეტამდე, ბაიკალისპირეთამდე, ძირითადად უტყეო არიდულ ლანდშაფტებში. ბინადრობს ლერწმის, ლელქაშისა და ლაქაშის ბარდებში წყალსაცავების ნაპირებთან.

ზაფხულში იკვებება მწერებით, ზამთარში — ლერწმის თესლებით. ცხოვრობენ გუნდებად, ახასიათებთ მჭიდრო საბუდარი დასახლებები. ლერწმის ხერგებში აშენებს სფეროსებრ ბუდეს გვერდითა შესასვლელით. დედალი დებს 6–7 კვერცხს, ორივე პარტნიორი კრუხობს და ბარტყებსაც კვებავს. ზოგჯერ წელიწადში გამრავლების სამი ციკლიც კი აქვთ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. bearded reedling — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.