P.Y.T. (Pretty Young Thing)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
„P.Y.T. (Pretty Young Thing)“
სინგლი  – მაიკლ ჯექსონი
ალბომიდან Thriller
B-მხარე
გამოსვლის თარიღი სექტემბერი 19, 1983 (1983-09-19)
ფორმატი
ჩაიწერა 1982
ჟანრი
ხანგრძლივობა 3:58
ლეიბლი Epic
სიმღერის ავტორი
პროდიუსერი კუინსი ჯოუნსი
მაიკლ ჯექსონი – სინგლების ქრონოლოგია

„Human Nature“
(1983)
P.Y.T. (Pretty Young Thing)
(1983)
„Say Say Say“
(1983)

P.Y.T. (Pretty Young Thing)“ — ამერიკელი მომღერალ მაიკლ ჯექსონის სიმღერა, რიგით მეექვსე და უკანასკნელი სინგლი მისი ალბომიდან Thriller. მისი ორიგინალური დემოვერსია დაწერილია ჯექსონის და გრეგ ფილინგეინზის მიერ. პროდიუსერ კუინსი ჯოუნსს თავდაპირველად ნომერი არ მოსწონდა და, ჯეიმზ ინგრემთან ერთად, დაწერა ამავე სახელწოდების მქონე განსხვავებული კომპოზიცია. ორიგინალური დემო შეტანილია კომპილაციაში The Ultimate Collection.

„P.Y.T. (Pretty Young Thing)“ გამოვიდა 1983 წლის 19 სექტემბერს. სინგლი მოხვდა Billboard Hot 100-ის #19 და Hot Black Singles-ის ჩარტის #46 პოზიციებზე და იქცა ალბომის რიგით მეექვსე ჰიტად საუკეთესო 10-ეულში. ბრიტანეთში სიმღერის წარმატება მხოლოდ #11 პოზიციით აღინიშნა. ბელგიაში იგი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა, #6 პოზიციაზე მოხვედრით. შემდგომში ჩაიწერა მისი არაერთი ვერსია და გამოყენებული იქნა სემპლი სხვადასხვა შემსრულებლის მიერ, რომელთა შორის არიან: მონიკა, ჯასტინ გუარინი და კანიე უესტი. ორიგინალური დემოს რემიქსის ავტორია will.i.am – ეს ვერსია შევიდა Thriller 25-ში.

„P.Y.T. (Pretty Young Thing)“ ჯექსონის მიერ საკონცერტო გამოსვლებისას არასოდეს შესრულებულა. ტურნეს Dangerous World Tour რეპეტიციების დროს მაიკლი მღეროდა დემოს მცირე მონაკვეთს, აღწერდა რა მას ასე: „რაღაც დავწერე, მაგრამ ჯერ არ ჩამიწერია“.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

45 RPM[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

A მხარე
  1. P.Y.T (Pretty Young Thing) – 3:58
B მხარე
  1. Workin' Day and Night (საკონცერტო, The Jacksons) – 4:26

დისკო სინგლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

A მხარე
  1. P.Y.T (Pretty Young Thing) – 3:58
B მხარე
  1. This Place Hotel – 4:41
  2. Thriller (ინსტრუმენტალი) – 5:56

ოფიციალური ვერსიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ალბომის ვერსია – 3:58
  • დემოვერსია – 3:47
  • 2008 წლის რემიქსი (will.i.am) – 4:21
  • ინსტრუმენტული (გამოუცემელი) – 3:58

ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყოველკვირეული ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერტიფიცირებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონი სერტიფიცირება გაყიდვები
გაერთიანებული სამეფო (BPI)[17] ვერცხლი 250,000^

^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kent, David (1993). Australian Chart Book 1970-1992. St Ives, N.S.W.: Australian Chart Book. ISBN 0-646-11917-6. 
  2. "Ultratop.be – Michael Jackson – P.Y.T. (Pretty Young Thing)" (ჰოლანდიურად). Ultratop 50. წაკითხვის თარიღი ივნისი 1, 2013.
  3. "Top RPM Adult Contemporary: გამოცემა 4422." RPM. Library and Archives Canada. წაკითხვის თარიღი ივნისი 11, 2013.
  4. "Top RPM Singles: გამოცემა 4377." RPM. Library and Archives Canada. წაკითხვის თარიღი ივლისი 4, 2013.
  5. "Offiziellecharts.de – Michael Jackson – P.Y.T. (Pretty Young Thing)". GfK Entertainment Charts. წაკითხვის თარიღი ივნისი 1, 2013.
  6. "Nederlandse Top 40 – Michael Jackson search results" (ჰოლანდიურად) Dutch Top 40. წაკითხვის თარიღი ივნისი 1, 2013.
  7. 7.0 7.1 "Dutchcharts.nl – Michael Jackson – P.Y.T. (Pretty Young Thing)" (ჰოლანდიურად). Single Top 100. წაკითხვის თარიღი ივნისი 1, 2013.
  8. "The Irish Charts – Search Results – P.Y.T.". Irish Singles Chart. წაკითხვის თარიღი ივნისი 11, 2013.
  9. "Archive Chart: 1984-04-07" ბრიტანეთის სინგლების ჩარტი. წაკითხვის თარიღი ივლისი 14, 2013.
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 Thriller – Awards. AllMusic. All Media Network. წაკითხვის თარიღი: ივლისი 4, 2013.
  11. CASH BOX Top 100 Singles – დეკემბერი 3, 1983. დაარქივებულია ორიგინალიდან - სექტემბერი 11, 2012.. Cash Box.
  12. 50 Back Catalogue Singles – 04/07/2009. Ultratop. Hung Medien. წაკითხვის თარიღი: ივნისი 1, 2013.
  13. "Swisscharts.com – Michael Jackson – P.Y.T. (Pretty Young Thing)". Swiss Singles Chart. წაკითხვის თარიღი ივნისი 1, 2013.
  14. Chart Log UK: Jessie J – JX. Zobbel.de. წაკითხვის თარიღი: მაისი 8, 2015.
  15. The CASH BOX Year-End Charts: 1983. დაარქივებულია ორიგინალიდან - აგვისტო 25, 2012.. Cash Box.
  16. Jaaroverzichten 1984 nl. Ultratop. Hung Medien. წაკითხვის თარიღი: აპრილი 26, 2014.
  17. British single certifications – Michael Jackson – PYT (Pretty Young Thing). ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. წაკითხვის თარიღი: ნოემბერი 3, 2017. შეიყვანეთ PYT (Pretty Young Thing) ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ single ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go