Thriller (სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
„Thriller“
სინგლი  – მაიკლ ჯექსონი
ალბომიდან Thriller
B-მხარე "Things I Do for You" (საკონცერტო) (გაერთიანებული სამეფო) / "Can't Get Outta the Rain"
გამოსვლის თარიღი 23 იანვარი, 1984
ფორმატი 7", 12", CD სინგლი, 3" CD სინგლი
ჩაიწერა 1982
ჟანრი დისკო, ფანკი[1]
ხანგრძლივობა 5:59 (ალბომის ვერსია)
4:04 (7" ვერსია)
ლეიბლი Epic
სიმღერის ავტორი როდ ტემპერტონი
პროდიუსერი კუინსი ჯოუნზი
სერტიფიკატი პლატინა (RIAA)
მაიკლ ჯექსონი – სინგლების ქრონოლოგია

"P. Y. T. (Pretty Young Thing)"
(1983)
"Thriller"
(1983)
"I Just Can't Stop Loving You"
(1987)
ბრიტანული / იაპონური გამოცემის გარეკანი
ბრიტანული / იაპონური გამოცემის გარეკანი
Thriller სიმღერების სია
"The Girl Is Mine"
(3)
"Thriller"
(4)
"Beat It"
(5)
HIStory Begins სიმღერების სია
"Man in the Mirror"
(8)
"Thriller"
(9)
"Beat It"
(10)
This Is It სიმღერების სია
"I Just Can't Stop Loving You"
(8)
"Thriller"
(9)
"Beat It"
(10)
მუსიკალური ვიდეო
"Thriller" YouTube-ზე

"Thriller" — ამერიკელი მომღერალ მაიკლ ჯექსონის სიმღერა, დაწერილი როდ ტემპერტონის მიერ და ჩაწერილი კუინსი ჯოუნზის პროდიუსერობით. იგი არის მომღერლის მეექვსე სტუდიური ალბომის Thriller მეშვიდე და უკანასკნელი სინგლი, გამოცემული უმეტეს ქვეყანაში 1983 წლის 12 ნოემბერს და 1984 წლის 23 იანვარს - აშშ-ში, Epic Records-ზე. სიმღერა შეტანილია ჯექსონის მრავალ კომპილაციურ ალბომში, რომელთა შორის არის HIStory (1995), Number Ones (2003), The Essential Michael Jackson (2005), და Michael Jackson's This Is It (2009), ხოლო მისი რემიქსი მოხვდა 2011 წლის ალბომში Immortal. „Thriller“-ს, რომელშიც მსახიობ ვინსენტ პრაისის ხმაც ჟღერს, თავდაპირველად "Starlight" ერქვა.

სიმღერის ინსტრუმენტული მხარე გამოირჩევა სინთეზატორით და ბას-გიტარის პარტიით. მასში ჟღერს სხვადასხვა ხმოვანი ეფექტი - კარი, ჭექა-ქუხილი, ფეხები, ქარი და ძაღლების ყმუილი, ხოლო ტექსტში შეტანილია შიშისმომგვრელი თემები და ელემენტები. "Thriller" კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს. იგი იქცა ჯექსონისთვის ალბომიდან მეშვიდე სინგლად, რომელიც Billboard Hot 100-ის ათეულში შევიდა. საფრანგეთსა და ბელგიაში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში იგი ჩარტების პირველ პოზიციებზე მოხვდა.

"Thriller" ჯონ ლენდისის მიერ ადაპტირებული იქნა მეტად წარმატებული მუსიკალური ვიდეოს სახით, რომელსაც საკუთარი სახელწოდება, Michael Jackson's Thriller აქვს. ორიგინალურ სიმღერასთან შედარებით იგი 14 წუთის ხანგრძლივობის არის. ვიდეოში მონაწილეობენ თავად ჯექსონი და მსახიობი ოლა რეი. ნამუშევარი 1950-იანი წლების საშინელებათა ფილმების გავლენით არის შექმნილი. მის ყველაზე ცნობილ სცენაში ჯექსონი და სხვა მსახიობები ზომბების სახით ცეკვავენ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ კრიტიკოსს არ მოეწონა ოკულტური თემა და ძალადობის სცენები, ვიდეო უმალვე პოპულარულად იქცა და სხვა კრიტიკოსების მიერ იქნა აღიარებული. 1984 წელს იგი ნომინირებული იყო MTV-ის მუსიკალური ვიდეოების ჯილდოს ექვს კატეგორიაში და გაიმარჯვა სამში. 2009 წელს კონგრესის ბიბლიოთეკამ იგი პირველად მუსიკალური ვიდეოების ისტორიაში დაამატა ფილმების ეროვნული რეესტრში. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერაც კომერციულად წარმატებული იყო, ვიდეო მისი პოპულარობა დაჩრდილა.

"Thriller"-ის ქავერ-ვერსიები სხვადასხვა დროს ჩაიწერა და შესრულდა ჰენრი მანჩინისა და მისი ორკესტრის, იენ ბრაუნის, Ten Masked Men-ის და იმოგენ ჰიპის მიერ.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 7" სინგლი'[2]
  1. "Thriller" (სპეციალური ვერსია) – 4:37
  2. "Things I Do for You" (საკონცერტო) – 3:31
  • 7" სინგლი[2]
  1. "Thriller" – 5:57
  2. "Thriller" (ინსტრუმენტული) – 5:57
  • 12" მაქსი სინგლი[2]
  1. "Thriller" – 5:57
  2. "Thriller" (მოკლე რემიქსი) – 4:05
  3. "Things I Do for You" (საკონცერტო) – 3:31
  • მინი CD სინგლი (იაპონია, 1988)[3]
  1. "Thriller" - 4:08
  2. "Human Nature" - 3:47
  • CD სინგლი [2]
  1. "Thriller" (მოკლე რემიქსი) – 4:08
  2. "Can't Get Outta the Rain" – 4:09
  • DualDisc სინგლი[2]

CD მხარე

  1. "Thriller" (მოკლე რემიქსი) – 4:09
  2. "Thriller" (ალბომის ვერსია) – 5:58

DVD მხარე

  1. Michael Jackson's Thriller – 13:40

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Jones, Jel D. Lewis (2005). Michael Jackson, the king of pop: the big picture : the music! the man! the legend! the interviews : an anthology. Amber Books Publishing, გვ. 6. ISBN 0-9749779-0-X. წაკითხვის თარიღი: July 22, 2010. 
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Michael Jackson – Thriller (Chanson). Lescharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი: January 23, 2010.
  3. Discogs.com Thriller Japanese Mini CD single