„P.Y.T. (Pretty Young Thing)“ — ამერიკელი მომღერალ მაიკლ ჯექსონის სიმღერა, რიგით მეექვსე და უკანასკნელი სინგლი მისი ალბომიდან Thriller. მისი ორიგინალური დემოვერსია დაწერილია ჯექსონის და გრეგ ფილინგეინზის მიერ. პროდიუსერ კუინსი ჯოუნსს თავდაპირველად ნომერი არ მოსწონდა და, ჯეიმზ ინგრემთან ერთად, დაწერა ამავე სახელწოდების მქონე განსხვავებული კომპოზიცია. ორიგინალური დემო შეტანილია კომპილაციაში The Ultimate Collection.
„P.Y.T. (Pretty Young Thing)“ გამოვიდა 1983 წლის 19 სექტემბერს. სინგლი მოხვდა Billboard Hot 100-ის #19 და Hot Black Singles-ის ჩარტის #46 პოზიციებზე და იქცა ალბომის რიგით მეექვსე ჰიტად საუკეთესო 10-ეულში. ბრიტანეთში სიმღერის წარმატება მხოლოდ #11 პოზიციით აღინიშნა. ბელგიაში იგი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა, #6 პოზიციაზე მოხვედრით. შემდგომში ჩაიწერა მისი არაერთი ვერსია და გამოყენებული იქნა სემპლი სხვადასხვა შემსრულებლის მიერ, რომელთა შორის არიან: მონიკა, ჯასტინ გუარინი და კანიე უესტი. ორიგინალური დემოს რემიქსის ავტორია will.i.am – ეს ვერსია შევიდა Thriller 25-ში.
„P.Y.T. (Pretty Young Thing)“ ჯექსონის მიერ საკონცერტო გამოსვლებისას არასოდეს შესრულებულა. ტურნეს Dangerous World Tour რეპეტიციების დროს მაიკლი მღეროდა დემოს მცირე მონაკვეთს, აღწერდა რა მას ასე: „რაღაც დავწერე, მაგრამ ჯერ არ ჩამიწერია“.