ტურაკოსებრნი
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან Musophagiformes)
ტურაკოსებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
გვინეური ტურაკო (Tauraco persa) | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Musophagidae (Lesson, 1828) | ||||||||||||
|
ტურაკოსებრნი, ბანანიჭამიასებრნი (ლათ. Musophagidae) — ფრინველების ოჯახი ტურაკოსნაირთა რიგისა.[1] სხეულის სიგრძე - 35-70 სმ. დაფარულია მეწამული, იისფერი, მწვანე, ლურჯი ფერის ლამაზი ბუმბულით. მეწამულ ფერს პიგმენტი ტურაცინი აძლევს. ოჯახში 18 სახეობაა. ბინადრობენ აფრიკის ტყეებსა და სავანებში. იკვებებიან მცენარეების ნაყოფით, თესლითა და კენკრით. მიუხედავად სახელწოდებისა, ბანანს თითქმის არ ჭამენ. დებენ ორ მოთეთრო კვერცხს. ბარტყებზე დედალ-მამალი ზრუნავს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 185.