ბანჯო
იერსახე
ბანჯო (ინგლ. banjo) — გიტარის მსგავსი სიმებიანი საბწკენი საკრავი. რგოლისებრ ტანზე გადაკრული აქვს ტყავის მემბრანა. საკრავი 4-9 სიმიანია, პლექტრის მეშვეობით ჟღერს მძაფრად, მკვეთრად და ადვილად ეხშობა ხმა. თანამედროვე ბანჯო შექმნილია დაახლოებით 1830 წელს ამერიკაში აფრიკელ შავკანიანთა საკრავის — ბანჯას რეკონსტრიქციის შედეგად (ბანჯო აშშ-ში შემოვიდა XVII საუკუნეში დასავლეთ აფრიკიდან). მას 5 სიმი აქვს. ყელზე აღნიშნულია კილოები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 196.