შინაარსზე გადასვლა

MMX (The Social Song)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„MMX (The Social Song)“
სინგლიენიგმას
გამოსვლის თარიღი 15 დეკემბერი, 2010
ჩაიწერა 2010
ჟანრი მსოფლიო მუსიკა, ნიუ-ეიჯი, დაუნტემპო, ჩილაუტი
ხანგრძლივობა 4:14
ხმისჩამწერი ლეიბლი Virgin, EMI
პროდიუსერი მიხაელ კრეტუ
ენიგმას — სინგლების ქრონოლოგია
„The Same Parents“
(2008)
MMX (The Social Song)
(2010)
„Sadeness (Part II)“
(2016)

„MMX (The Social Song)“ — ჯგუფ ენიგმას სიმღერა და სინგლი, რომელიც გამოიცა 2010 წლის 15 დეკემბერს, მუსიკალური პროექტის 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად.

2010 წლის ოქტომბერში ენიგმას პროდიუსერმა მიხაელ კრეტუმ გულშემატკივრებს შესთავაზა ვოკალური ნაწილების ჩაწერა. შემდგომში იგი აპირებდა მათგან ერთ-ერთის არჩევას.

ლატვიელი ფოქს ლიმაშის „Fei Mea“-მ ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო და იქცა მომავალი სიმღერის მისამღერად. ჩაწერაში აგრეთვე მონაწილეობდნენ ჯ. სპრინგი (ესპანეთი), მარკ ჯოშერი (ბრაზილია) და რასა სერა (ლიეტუვა). ისინი აგრეთვე მითითებულები არიან, როგორც კომპოზიციის მუსიკის და ტექსტის ავტორები[1]. ენიგმას მოყვარულებს საშუალება ჰქონდათ, შეერჩიათ თანმხლები ინსტრუმენტი, ისევე, როგორც გარეკანი, რომელიც ლარს დერვალდმა შეიმუშავა. სიმღერის ოფიციალური ვიდეო გადაიღო არისტიდეს მორენომ. ვიდეო განთავსდა YouTube-ზე და ენიგმას Facebook-გვერდზე, 2011 წლის 17 მარტს.[2] მორენომ აგრეთვე გადაიღო სიუჟეტი ამ ვიდეოს შექმნაზე[3]

"MMX" არის ენიგმას პირველი სიმღერა, ჩაწერილი მიშელის მიერ მობილურ სტუდიაში Merlin,[4] ისევე, როგორც პირველი, ჩაწერილი ინტერნეტისთვის.[3]

  1. http://www.discogs.com.
  2. http://www.facebook.com/enigma.
  3. 3.0 3.1 Enigma Social Song. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-29. ციტირების თარიღი: 2016-05-21.
  4. http://www.enigmasocialsong.com