MCMXC a.D.
MCMXC a.D. | ||||
---|---|---|---|---|
![]() | ||||
სტუდიური ალბომი - ენიგმა | ||||
გამოცემის თარიღი |
3 დეკემბერი, 1990 ნოემბერი, 1991 (ახალი გამოცემა) | |||
ჟანრი | ნიუ ეიჯი, ემბიენტი | |||
ხანგრძლივობა |
40:18 (პირველი გამოცემა) 60:58 (მეორე გამოცემა) | |||
ლეიბლი | Virgin/Schallplatten | |||
პროდიუსერი | მიხაელ კრეტუ | |||
ენიგმა – ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან MCMXC a.D. | ||||
|
MCMXC a.D. — მუსიკალურ პროექტ ენიგმას პირველი სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1990 წელს. ეს არის კონცეპტუალური ალბომი ემბიენტური და ნიუ ეიჯის სტილის მუსიკაში. გამოსვლისთანავე ალბომი მოექცა 41 ქვეყნის პოპულარული ალბომების რეიტინგების სათავეში.[1]
ალბომიდან გამოვიდა ოთხი სინგლი - Sadeness (Part I), Principles of Lust, Mea Culpa (Part II) და The Rivers of Belief. აშშ-ში Sadeness (Part I) მოხვდა პოპულარული სინგლების სიის #5 ადგილზე, ხოლო ალბომი - ბილბორდის 200 საუკეთესო ალბომების სიაში, სადაც იგი შემდეგი 282 კვირის განმავლობაში დარჩა.
თემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ალბომის MCMXC a.D. თემებს შორის არის: სირთულეები, რომლებსაც ადამიანი ხვდება ცხოვრებაში, დაპირისპირება რელიგიასა და სექსუალურობას შორის. სიმღერის Sadeness (Part I) მთავარი თემაა მარკიზ დე სადი, რომლისთვისაც სიამოვნებას წარმოადგენდა თავისი სექსუალური პარტნიორის წამება. ალბომში აგრეთვე წამოწეულია რამდენიმე ქრისტიანული თემა და აპოკალიფსი.
სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პირველი გამოცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
(როგორც წესი, ყველა გამოცემაში შეტანილია ეს შვიდი სიმღერა)
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
---|---|---|
1. | „The Voice of Enigma“ | 2:21 |
2. | „Principles of Lust | 11:43 |
3. | „Callas Went Away“ | 4:27 |
4. | „Mea Culpa“ | 5:03 |
5. | „The Voice & The Snake“ | 1:39 |
6. | „Knocking on Forbidden Doors“ | 4:31 |
7. | „Back to the Rivers of Belief
| 10:32 |
MCMXC a.D. - შეზღუდული გამოცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
(გამოვიდა 1991 წლის ნოემბერში. ამ გამოცემას დაემატა რამდენიმე რემიქსი)
- 8. Sadeness (Meditation) (კარლი, გრეგორიანი, ფაირშტაინი) – 2:43
- 9. Mea Culpa (Fading Shades) (კარლი, ფაირშტაინი) – 6:04
- 10. Principles of Lust (Everlasting Lust) (კარლი) – 4:50
- 11. The Rivers of Belief (The Returning Silence) (კარლი, ფაირშტაინი) – 7:04
MCMXC a.D. დამატებითი დისკით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
(1999 წლის გამოცემა, რომელსაც თან ახლავს დისკი 6 რემიქსით)
- Sadeness - Part I (სამედიტაციო მიქსი) (კარლი, ფაირშტაინი) – 3:00
- Sadeness - Part I (ტრანს მიქსი) (კარლი, ფაირშტაინი) – 5:01
- Sadeness - Part I (აშშ Violent მიქსი) (კარლი, ფაირშტაინი) – 5:03
- Mea Culpa - Part II (Fading Shades მიქსი) (კარლი, ფაირშტაინი) – 6:13
- Mea Culpa - Part II (მართლმადიდებლური ვერსია) (კარლი, ფაირშტაინი) – 4:00
- Mea Culpa - Part II (კათოლიკური ვერსია) (კარლი, ფაირშტაინი) – 3:55
სინგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 1990 – Sadeness (Part I) (Virgin Schallplatten GmbH)
- 1991 – Mea Culpa (Part II) (Virgin Records)
- 1991 – Principles of Lust (Virgin Schallplatten GmbH)
- 1991 – The Rivers of Belief (Virgin Records)
პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მიხაელ კრეტუ (ალბომის გარეკანზე ნახსენებია, როგორც კარლი M.C.) – პროდიუსერი, ვოკალისტი
- სანდრა კრეტუ – ვოკალი
- დევიდ ფაირშტეინი – ტექსტი
- ლუიზა სტენლი – ვოკალი
- ფრენკ პიტერსონი (იგივე ფ. გრეგორიანი) – სემპლები
სერტიფიცირებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რეგიონი | სერტიფიცირება | გაყიდვები |
---|---|---|
ავსტრალია (ARIA)[2] | 3× პლატინა | 210 000^ |
არგენტინა (CAPIF)[3] | ოქრო | 30 000x |
ავსტრია (IFPI Austria)[4] | ოქრო | 25 000x |
ბრაზილია (Pro-Música Brasil)[5] | ოქრო | 100 000* |
კანადა (Music Canada)[6] | 2× პლატინა | 200 000^ |
საფრანგეთი (SNEP)[7] | 2× პლატინა | 918,700[8] |
გერმანია (BVMI)[9] | 2× პლატინა | 1 000 000^ |
ნიდერლანდები (NVPI)[10] | პლატინა | 100 000^ |
ახალი ზელანდია (RMNZ)[11] | ოქრო | 7 500^ |
შვედეთი (GLF)[12] | ოქრო | 50 000^ |
შვეიცარია (IFPI Switzerland)[13] | 2× პლატინა | 100 000x |
გაერთიანებული სამეფო (BPI)[14] | 3× პლატინა | 900 000^ |
აშშ (RIAA)[15] | 4× პლატინა | 4 000 000^ |
*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით |
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- სტატია მიხაელ კრეტუს საიტზე[მკვდარი ბმული]
- სხვადასხვა ქვეყნებში გამოცემული ვერსიების შესახებ
- ალბომის სიმღერების ტექსტები
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-09. ციტირების თარიღი: 2008-01-08.
- ↑ Ryan, Gavin (2011). Australia's Music Charts 1988–2010. Mt. Martha, VIC, Australia: Moonlight Publishing.
- ↑ Argentinian album certifications – Enigma – MCMXC AD. არგენტინის ფონოგრამების და ვიდეოგრამების პროდიუსერების პალატა.
- ↑ Austrian album certifications – Enigma – MCMXC a.D. გერმანულად. IFPI ავსტრია. შეიყვანეთ Enigma ველში Interpret. შეიყვანეთ MCMXC a.D. ველში Titel. აირჩიეთ album ველში Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Suchen
- ↑ Brazilian album certifications – Enigma – MCMXC a.D. პორტუგალიურად. ბრაზილიის მუსიკალური პროდიუსერების ასოციაცია.
- ↑ Canadian album certifications – Enigma – MCMXC a.D.. Music Canada.
- ↑ French album certifications – Enigma – MCMXC a.D. ფრანგულად. InfoDisc. აირჩიეთ ENIGMA და შემდეგ დააწკაპუნეთ OK-ზე
- ↑ Les Albums Double Or : French. Infodisc.fr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-11. ციტირების თარიღი: 29 ივნისი 2012.
- ↑ ოქროს/პლატინის მონაცემთა ბაზა (Enigma; 'MCMXC a.D.') გერმანულად. ფედერალური მუსიკალური ინდუსტრიის ასოციაცია.
- ↑ Dutch album certifications – Enigma – MCMXC a.D. ჰოლანდიურად. ჰოლანდიის გამოსახულების და მუსიკალური მატარებლების პროდიუსერების და იმპორტიორების ასოციაცია.
- ↑ New Zealand album certifications – Enigma – MCMXC a.D.. ახალი ზელანდიის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია.
- ↑ ოქროს და პლატინის სერტიფიცირება - 1987−1998 შვედურად (PDF). IFPI შვედეთი.
- ↑ ოფიციალური შვეიცარიული ჩარტების და მუსიკის საზოგადოება: ჯილდოები (Enigma; 'MCMXC a. D.'). Hung Medien.
- ↑ British album certifications – Enigma – MCMXC a.D.. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ MCMXC a.D. ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
- ↑ American album certifications – Enigma – MCMXC a.D.. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH
წინამორბედი: The Immaculate Collection (მადონა) |
ბრიტანეთის #1 ალბომები 26 იანვარი 1991 – 1 თებერვალი 1991 |
შემდეგი: The Soul Cages (სტინგი) |