Beyond the Invisible

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Beyond the Invisible“
Beyond the Invisible ყდა
Beyond the Invisible
სინგლი, შემსრულებელი - ენიგმა
ალბომიდან Le Roi Est Mort, Vive Le Roi!
გამოსვლის თარიღი 21 ოქტომბერი 1996
ფორმატი კომპაქტ დისკი, აუდიოკასეტა
ჩაიწერა A.R.T. Studios, იბიცა
ჟანრი ნიუ ეიჯი, ემბიენტი, ელექტრონული პოპი
ხანგრძლივობა 4:30
ლეიბლი Virgin / EMI
სიმღერის ავტორი მიშელ კრეტუ
პროდიუსერი მიშელ კრეტუ
მაქსიმალური ადგილი რეიტინგში
  1. 1 (საბერძნეთი)
    # 13 (ნორვეგია)
    # 26 (ბრიტანეთი)
ენიგმა - სინგლების ქრონოლოგია
Out from the Deep
(1994)
Beyond the Invisible
(1996)
T.N.T. for the Brain
(1997)

Beyond the Invisible“ — პროექტ ენიგმას პირველი სინგლი მესამე სტუდიური ალბომიდან Le Roi Est Mort, Vive Le Roi!.

სინგლი 5 კომპოზიციას შეიცავს. მათ შორის არის „Light of Your Smile“, რომელიც პროექტის არც ერთ სტუდიურ დისკში არ იქნა შეტანილი. აგრეთვე ეს არის ენიგმას ერთადერთი სინგლი, რომლის რემიქსიც არ შექმნილა.

სიმღერაში მთავარი ვოკალი სანდრა კრეტუს ეკუთვნის. მიშელ კრეტუ ასევე ასრულებს წამყვან ვოკალს. მისამღერი ლიტვურ ენაზე ჟღერს. სინამდვილეში, ეს არის ლიტვური, ხალხური სტილის სიმღერა Sajāja bramaņi, ანსამბლ Rasa-ს შესრულებით. საგულისხმოა, რომ ამ ალბომის სხვა კომპოზიციები სრულდება როგორც გრეგორიანული გალობების, ასევე ძველი ტომების სიმღერების თანხლებით (რაც უკვე ჟღერდა ალბომებში MCMXC a.D. და The Cross of Changes).

სიმღერის მუსიკალური ვიდეო ჯულიენ ტემპლს ეკუთვნის. მასში, ორი ყინულზე მოცეკვავე (სიუზანა რაჰკამო და პეტრი კოკო, ფინელები) ტყეში ციგურებით მოძრაობენ. კლიპი გადაღებული იქნა უილტშირის საგრაფოში (ინგლისი). ტბის გაყინვას ერთ კვირაზე მეტი დასჭირდა. საიმონ სკოტლენდი, ვიდეოს თანაპროდიუსერი, მოგვიანებით ფრაზას Beyond the Invisible იყენებდა საკუთარი კომპანიის სახელწოდებად.

სიმღერების სია[რედაქტირება]

ტექსტების ავტორი — მიშელ კრეტუ და დევიდ ფაიერშტეინი, მუსიკა — კრეტუ

  • 2 კომპოზიციანი კომპაქტ დისკი:
  1. Beyond the Invisible (რადიო ვერსია) – 4:30
  2. Almost Full Moon – 3:40
  • 3 კომპოზიციანი კომპაქტ დისკი:
  1. მოკლე რადიო ვერსია – 3:42
  2. რადიო ვერსია – 4:30
  3. ალბომის ვერსია – 5:05
  • 4 კომპოზიციანი კომპაქტ დისკი:
  1. Beyond The Invisible (რადიო ვერსია) – 4:30
  2. Almost Full Moon – 3:42
  3. Beyond The Invisible (ალბომის ვერსია) – 5:05
  4. Light of Your Smile – 5:10
  • 5 კომპოზიციანი კომპაქტ დისკი:
  1. Beyond the Invisible (რადიო ვერსია) – 4:30
  2. Almost Full Moon – 3:42
  3. Beyond the Invisible (ალბომის ვერსია) – 5:05
  4. Light of Your Smile – 5:10
  5. Beyond the Invisible (მოკლე რადიო ვერსია) – 3:42

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]