M-48 Patton

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
M-48

საშუალო ტანკი M-48A1
მოდიფიკაცია
საბრძოლო წონა, ტ 49.6
განლაგების სქემა კლასიკური
ეკიპაჟი, კაცი 4 ადამიანი
ისტორია
გამოშვების წელი(წლები) 1952—1959
ექსპლუატაციის წელი(წლები) 1952 - დღემდე
გამოშვების რაოდენობა 12000 - ზე მეტი
ძირითადი ოპერატორები აშშ-ის დროშა აშშ
ზომები
კორპუსის სიგანე, მმ 3.65 მ
სიმაღლე, მმ 3.1 მ
ჯავშანი
ჯავშნის ტიპი 120მმ (მაქსიმუმი)
შეიარაღება
ქვემეხის კალიბრი და მარკა 90 მმ T54; M48A3 90 მმ ქვემეხი M41; M48A5 105 მმ M68
ტყვიამფრქვევები 7.62 მმ M73, 1 × 12,7-მმ M2.
მობილურობა
ძრავის ტიპი Continental AVDS-1790-5B V12
ძრავის სიმძლავრე, ც.ძ. 810
გადაადგილების სიჩქარე ტრასაზე, კმ/სთ 48
გადაადგილების მარაგი, კმ 462 კმ

M48 Pattonსაშუალო ტანკი, რომელიც შეიქმნა აშშ-ში. ტანკი მესამეა რომელსაც გენერალ პატონის პატივსაცემად მიენიჭა სახელი.

M48 წარმოადგენს M-47-ის გაუმჯობესებულ ვერსიას. M48 მანამ ირიცხებოდა აშშ-ის არმიაში სანამ არ გამოვიდა მისი გაუმჯობესებული ვერსია M-60. გარდა ამისა, M-48 იყო ძირითადი ტანკი, რომელსაც იყენებდა ამერიკული არმია ვიეტნამის ომის დროს და ასევე დიდი რაოდენობით გავიდა ექსპორტზე აშშ-ის მოკავშირე ქვეყნებზე.

ტანკის გამოშვების მიზეზი იყო მისი წინამორბედი M-47-ის ჩანაცვლება, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა M48-ის შემქნაში, ბევრი M48A5 ამერიკის არმიაში 1980 წლის ბოლომდე რჩებოდა ხოლო M48-ის სხვადასხვა მოდიფიკაციები კი დღემდე რჩება უამრავი ქვეყნის შეიარაღებაში, მათ შორის თურქეთის არმიაში, სადაც დღემდე განაგრძობენ მის მოდერნიზაციას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი ტანკის იდეა ინიცირებული იქნა 1951 წლის 27 თებერვალს OTCM #33791 მიერ,ტანკის უნდა შექმნილიყო 90მმიანი T-48 სატანკო ქვემეხით (ინდექსი T შეიცვალა X-ით მას შემდეგ რაც M-60 ტიპის ტანკი გამოვიდა),ტანკი წარმოადგენს M-46 - ის და M-47 - ის მოდერნიზაციას, თუმცა მათგან განსხვავებით ახალ ტანკს სრულიად ახალი კოშკურა,გაუმჯობესებული შასი და სავალი ნაწილი ჰქონდა, გარდა ამისა მთლიანად მოიხსნა მეტყვიამფრქვევის პოზიცია რის შემდეგადაც ეკიპაჟი 4 წევრამდე შემცირდა.

M-48 ვიეტნამის ომში
M-48 ვიეტნამის ომში

12,000 მდე ტანკი იქნა შემქნილი 1952-1959 წლამდე,ტანკის პირველი გამოსვლიდან მალევე შეიქმნა ახალი მოდიფიკაცია M48A2C რომელსაც სრულიად ახალი 12 ცილინდრიანი ძრავა ჰქონდა, რომელიც შეწყვილებული იყო 8 ცილინდრიან ძრავასთან (მეტსახელად პატარა ჯო),ახალი ძრავების გამო რომელიც ბენზინზე მუშაობდა ტანკს ძალიან შეუმცირდა მოქმედების რადიუსი და ასევე შანსები გაიზარდა ჭურვის მოხვედრის შემდეგ ცეცხლის წაკიდების,მიუხედავად იმისა რომ ტანკი ძალიან არასაიმედო გახდა, თუმცა ამისდა მიუხედავად მაინც დიდი რაოდენობით გამოიყენებოდა ისრაელ არაბების კონფლიქტში,ცეცხლის წაკიდების შანსი მაშინ კი იყო როცა ჭურვის ქვემეხს ხვდებოდა,იმ შემთხვევაში თუ ჯავშანი გაიხვრიტებოდა, ჰიდრავლიკა ზიანდებოდა ხოლო დაზიანების შემდეგ სპეციალური სითხე გადმოდიოდა (სამხედროებმა მას ალუბლის წვენის შეარქვეს რადგან სითხე წითელი იყო) ეს ყველაფერი ხურდებოდა და წარმოიქმნებოდა ძლიერი ხანძარი,ცეცხლის წაკიდებას სულ რაღაც 300 F სჭირდებოდა რის გამოც ეკიპაჟი ყველა წევრი იღუპებოდა,ეს პრობლემა მოგვარებული იქნა მის შემდეგ მოდიფიკაცია M48A3 რომელიც მთლიანად დიზელზე გადაიყვანეს,ეს მოდიფიკაცია ამერიკაში 1968 - წლიდან გამოიყენებოდა ,ხოლო 1975 წლიდან კი გფრში.

M48A5[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1970-იანი წლებში გამოვიდა მოდერნიზებული ვერსია M48A5,ტანკის ახალ ვერსიას განსხვავებით ძველისგან დაყენებული ჰქონდა ახალი 105მმ ქვემეხი M68, რომელიც ლიცენზირებული ასლი იყო ბრიტანული L-7 - ი ქვემეხის,ეს ქვემეხი ერთ ერთ ყველაზე წარმატებულ ბრიტანულ ქვემეხად ითვლება,M48A5 - ს გარდა ქვემეხი დამონტაჯებული იყო M-60 - ზე ხოლო შემდეგ კი M1 Abrams - ზე.

საბრძოლო ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიეტნამის ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრძოლა საიგონისთვის M-48

M-48 - ები ინტენსიურად გამოიყენებოდა აშშს - მიერ ვიეტნამის ომში,დაახლოებით 600მდე პატონი უნდა ჰყოლოდა აშშს ვიეტნამში,პირველად M-48 ტიპის ტანკები მხოლოდ და მხოლოდ ორ სატანკო ბატალიონის 1-ს და 3-ს,ხოლო შემდგომ კი ამას 5 ბატალიონიც დაემატა, ხოლო დარჩენილი პატონები მათ შორის 1-77 ჯავშანსატანკო რომელიც დემილიტარიზებულ ადგილზე იყვნენ დისლოცირებულნი გარდა ამისა ასევე იცდიდნენ 1-69 ცენტრალურ კუნძულებზე,2-34 ჯავშანსატანკო კი მეგონკის კუნძულზე,თითო ბატალიონში შედიოდა 57-57 ტანკი. ვიეტნამის ომში M-48 ასევე გამოიყენებოდა როგორც საკავალერიო ტანკი თუმცა მათი ჩანაცვლება M551 შერაიდანი ტიპის სადაზვერო სადესანტო ტანკით მოხეხრხდა. გარდა სტანდარტული M48-ის და მის გაძლიერებულ ვერსიებისა აშშ - ომში ტანკის ცეცხლმტყორცნელ მოდიფიკაციას M67A1 (მეტსახელად სანთებელა) იყენებდა. ომის პირველ წლებში M-48-ს თითქმის საერთოდ არ გამოიყენებოდა ტანკების წინააღმდეგ რადგან კომუნისტური ვიეტნამის არმიას თითქმის საერთოდ არ გააჩნდა ტანკები,თუმცა როცა უკვე მისმა მოკავშირეებმა დაიწყეს ჯავშანტექნიკის მიწოდება აშშს არმიამ მალევე ჩამოაყალიბა სატანკო პოლკი სადაც გარდა ტანკებისა შედიოდა თვითმავალი საარტილერიო დანადგარი - ები. პირველი სატანკო ბრძოლა 1972 წელს აღმოსავლეთ ფრონტზე რა დროსაც ჩრდილო ვიეტნამელები თავს იცავდნენ,მათ შეიარაღებაში უმეტესად შედიოდა T-54 და მცურავი ტანკი PT-76 ხოლო აშშ-ს მხარეს M48/M41 მაგრამ 1972 წლის 23 აპრილს პირველად დაესხნენ თავს 9M14M მალიუტკებით რადროსაც განადგურდა ერთი M48A3 და ერთი M-133 - ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი,ამ ყველაფრის მიუხედავად M48-ს მაინც იშვიათად უწევდა ბრძოლა ტანკების წინააღმდეგ თუმცა ის მაინც წარმატებით გამოიყენებოდა T-34 - ების და T-54 - ი ტიპის ტანკების გასანდგურებლად,გარდა აშშს - არმიის ტანკებს ასევე იყენებდნენ სამხრეთ ვიეტნამელები, თუმცა მას შემდეგ რაც ამერიკის კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება შეეწყვიტა საწვავით და ტყვიაწამლით მომარაგება სამხრეთ ვიეტნამს,ტანკები მალევე გამოეთიშნენ ბრძოლებს და ომის შემდეგ ყველა დარჩენილი M48 ჩრდილო ვიეტნამს გადაეცა.

ინდო პაკისტანის ომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

M-47 და M-48 ტანკები ასევე გამოიყენებოდა პაკისტანის არმიის მიერ ინდური არმიის წინააღმდეგ რომლებიც ძირითადად შეიარაღებული ცენტურიონებით და M-4 შერმანის ტანკები გააჩნდათ,რეალურად ეს ომი M-48 - ს პირველი საგამოცდო ტესტი იყო,ოპერაცია დიდი მუზარადის დროს პაკისტანის არმიამ ადვილად გაარღვია მოწინააღმდეგის დაცვის ხაზი და თითქმის მთელი ჯავშანტექნიკა გაუნადგურა,თუმცა ბრძოლა ასალ უტარისთვის პაკისტანელებს და ინდოელებს შორის დიდი ბრძოლა გაიმართა,ქალაქის ასაღებად წასული პაკისტანური არმია, რომლის შეიარაღებაში უმეტესად პატონები ირიცხებოდა კონტრშეტევაზე გადასულ ინდური არმია დაუპირისპირდა,ინდოეთის მხარეს 45 ცენტურიონი,45 M-4 და 45 AMX-13 - ი ირიცხებოდა,მათ მთლიანად გაანადგურეს პაკისტანური ჯავშანტექნიკა ისე რომ მათ მხოლოდ 10 ტანკი დაკარგეს ხოლო მოწინააღმდეგეს 100მდე გაუნადგურეს და ეკიპაჟისგან მიერ მიტოვებულები კი ხელთ იგდეს,გარდა ამისა ბრძოლა ჩავიდასთვის M-48-მ კვლავ კარგი შედეგი აჩვენა,პაკისტანელებმა მოწინააღმდეგის 120 ტანკი გაანადგურეს (პაკისტანური დათვლით) ხოლო თვითონ კი 44 პატონი დაკარგეს.

მთელი ომის განმავლობაში პატონები ერთმანეთზე განსხვავებულ შედეგებს ტოვებდნენ იყო დიდი გამარჯვებები და იყო მწარე დამარცხებებიც,ერთ-ერთი ბრძოლის შემდეგ სადაც პაკისტანმა დიდი რაოდენობით პატონები დაკარგეს ინდოელებმა მემორიალი ააგეს ქალაქ კჰემკარანში სადაც განადგურებული პატონების სასაფლაო მოაწყვეს,მალევე ამ ადგილს პატონების ქალაქი ეწოდა.

ომის შემდეგ აშშ-მ გააანალიზა რომ ტანკის ჯავშანი ადვილად იხვრიტებოდა 87მმიანი ქვემეხი რომელიც დამონტაჟებული ცენტურიონზე იყო, ხოლო AMX-13-ს კი ცენტურიონისგან გასხვავებით შედარებით უჭირდა ტანკის აფეთქებდა.

ახლო აღმოსავლეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

105მმიანი შერმანი

M-48 ასევე გამოიყენებოდა ექვსდღიანს ომში,სინაის ფრონტზე M-48 ტიპის ტანკებმა რომლებსაც ახალი 107მმიანი ქვემეხები ეყენათ,წარმატებით გამოიყენეს საბჭოთა კავშირის მიერ მიწოდებული СУ-100 ტიპის ანტი-ტანკების და T-34 - ების წინააღმდეგ ბრძოლა აბუ ბეგლისთვის,დასავლეთ ფრონტზე იორდანელების M-48-ები ადვილად განადგურდა ისრაელის მიერ მოდერნიზებული შერმანების მიერ რომლებსაც 105მმ ქვემეხები ეყენათ და საერთოდ M-48 - ბევრად ჩამოუვარდებოდა შეიარაღებაში ახალ შერმანებს რომლებსაც 1000 მეტრიდან შეეძლოთ M-48 ის განადგურება,ახალი 105მმიანი ქვემეხი ასევე ადვილად ანადგურებდა ჯავშანმხვრეტავი ჭურვით უახლეს საბჭოთა ტანკს T-62 - ს, თუმცა იორდანელების დამარცხებაში დიდი წვრილი შეიტანა ისრაელის მიერ ჰაერში მოპოვებული გამარჯვებებმა,საბოლოოდ ომის შემდეგ ისრაელს 100მდე M-48 დარჩათ ალაფად.

ვარიანტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშშ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • M48A1: გააუმჯობესეს მძღოლის ადგილი,ასევე მეთაურის რის შემდეგადაც შესაძლებელი გახდა ეტარებინა M2HB ტიპის ტყვიამფრქვევი და გადაეტენა ტანკშივე.
M67 ცეცხლმტყორცნი ტანკი
  • M48A2: გაუმჯობესდა ტრანსმისია და ამძრავი მოწყობილობები,ახლიდან დაუყენდა ფრონტალური ჯავშანი და გაუმჯობესდა კოშკურის მართვა.
  • M48A2C: გაუმჯობესებული იქნა მანძილმზომები, M17, ახალი ბალისტიკური რული და ეჟექტორი ქვემეხისთვის ასევე მოხსნილი იქნა სავალი ნაწილს დამხმარე მოწყობილობები.
  • M48A3: მანამდე გამოშვებული ყველა მოდელი დაყებული M48A1 და დამთავრებული M48A2C-ით,ბენზინიდან გადაიყვანეს დიზელი მოხმარებაზე და ასევე დაუმონტაჟეს გაუმჯობესებული ცეცხლჩამქრობი.
  • M48A3 Mod. B: გაუძლიერდა ჯავშანი ხოლო მეთაურის ადგილმა ზომებში მოიმატა.
  • M48A5: დაუყენდა ახალი 105 მმ M68 ქვემეხი.
  • M67 "Zippo": M48 შეიარაღებული ცეცხლფრქვევით რომელსაც მოგვიანებით ზიპო ეწოდა
  • M67A1: M67-ის ვარიანტი,გამოყენებულია M48A2-ის შასი.
  • M67A2: M67-ის ვარიანტი,გამოყენებულია M48A3-ის შასი.
  • M48DB: ბულდოზერი

ისრაელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • E-48 AVLB: გადაკეთებული იქნა ხიდის გამდენ ტანკად
  • Magach : M-48/M-60 - ის მოდერნიზებული ვარიანტი,ძალზედ გაუძლიერდა ჯავშანი.

ტაივანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • M48A3 (ტაივანური ვარიანტი) : შეცვლილი იქნა ძრავები ხოლო მოქმედების რადიუსი გაიზარდა 314 კილომეტრამდე
CM-11 Brave Tiger
  • M48H/CM-11 "Brave Tiger" : M-60 - ის შასზე დამონტაჟებული იყო M48 - ის ქვემეხი ხოლო გაუმჯობესებული იქნა ცეცხლის მართვის სისტემა.
  • CM-12 : ქვემეხი,ცეცხლის მართვის სისტემა გადმოტანილი იქნა CM-11 - დან ხოლო ძრავა დარჩა ორიგინალი M48-ის,შეცვლილი მხოლოდ იქნა მისი დამატებითი ავზები რომელიც მთლიანად მოიხსნა,ამის გამო შემცირდა მოქმედები რადიუსი და გახდა 203.

საბერძნეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • M48A5 MOLF - დამონტაჟებული იქნა EMES-18 ტიპის ცეცხლის მართვის სისტემა.

ესპანეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • M48A5E: 1978-79, M48A5-ის ვარიანტი, დაყენდა ახალი 105მმ ქვემეხი და ახალი მანძილმზომი. M13A4 ბალისტიკური კომპიუტერი,ასევე დაუმონტაჟდა პროჯექტორი.
  • M48A5E1: გაუმჯობესებული M48A5E
  • M48A5E2: 1981-83,გაუმჯობესდა ცეცხლის მართვის სისტემა ასევე ბალისტიკური კომპიუტერი და მანძილმზომი გარდა ამის დაემატე პასიური ღამის ხედვის ხელსაწყო,შეიარაღებიდან მოიხსნა 1997 წელს.

სამხრეთ კორეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • M48A3K: ძრავები გადაიყვანეს დიზელზე,გაუმჯობესდა ქვემეხი, დაემატა 3 დამხარე ბორბალი სავალ ნაწილში, შეიცვალა მეთაურის სამიზნე და ასევე შეიცვალა ცეცხლის მართვის სისტემა.
  • M48A5K: შეიცვალა ქვემეხი და დაუყენდა KM68 105 მმ. ასევე გაუმჯობესდა ჯავშანი და დაუყენდა ახალი ლაზერული ცეცხლის მართვის სისტემა.

თურქეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • M48A5T1: დაუყენდა 105მმ ქვემეხი, პასიური ღამის ხედვის ხელსაწყო, M60A1-ის ცეცხლის მართვის სისტემა და ახალი დიზელის ძრავები.
  • M48A5T2: გაუმჯობესებული M48A5T1-რომელიც მიყვანილი იქნა M60A3-დონეზე,დაყენებული იქნა M60 - ის ცეცხლის მართვის სისტემა და ლაზერული მანძილ მზომი

M48T5 "Tamay" ARV: საინჟინრო მანქანა.

გერმანია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Super M48 : დაუყენდა 105მმ ქვემეხი ასევე ახალი დიზელის ძრავები და გაუძლიერდა ჯავშანი,არ დაწყებულა სერიული წარმოება.

ოპერატორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყოფილი ოპერატორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=M-48_Patton&oldid=4007901“-დან