M-47 Patton
M-47 | |
---|---|
M-47,ისრაელი | |
მოდიფიკაცია | |
საბრძოლო წონა, ტ | 48.6 |
ეკიპაჟი, კაცი | 5 ადამიანი |
ისტორია | |
გამოშვების წელი(წლები) | 1951—1953 |
ექსპლუატაციის წელი(წლები) | 1952 - 1960 - ამერიკისთვის |
გამოშვების რაოდენობა | 9000 - ზე მეტი |
ძირითადი ოპერატორები | აშშ |
ზომები | |
კორპუსის სიგანე, მმ | 3,51 მ |
სიმაღლე, მმ | 3,35 მ |
ჯავშანი | |
ჯავშნის ტიპი | 100მმ (მაქსიმუმი) |
შეიარაღება | |
ქვემეხის კალიბრი და მარკა | 90მმ M36 |
ქვემეხის საბრძოლო მარაგი | 70 |
ტყვიამფრქვევები | 1 × 7,62-მმ M1919A4, 1 × 12,7-მმ M2. |
მობილურობა | |
ძრავის ტიპი | Continental AVDS-1790-5B V12 |
ძრავის სიმძლავრე, ც.ძ. | 810 |
გადაადგილების სიჩქარე ტრასაზე, კმ/სთ | 60 |
გადაადგილების მარაგი, კმ | 160 კმ |
M47 Patton — მეორე ამერიკული ტანკი, რომელსაც მიენიჭა სახელი გენერალ ჯორჯ პატონი პატივსაცემად. ტანკი წარმოადგენს M-46 - ის მოდერნიზებულ ვარიანტს რომლის წარმოება დაიწყო აშში 1951 წელს Detroit Tank Arsenal და American Locomotive Co მიერ.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]M47 - ითვლებოდა ამერიკის და ამერიკის საზღვაო ძალების ძირითად ტანკად რომლის უპირველესი მიზეზი M46 Patton და M4 - ი შერმანის ტანკების მთლიანი ჩანაცვლება გარდა ამისა დიდი რაოდენობით გამოიყენებოდა ცივი ომის ამერიკის ორ მოკავშირე ალინსის მიერ ნატოს და სეატოს მიერ,M47 წარმოადგენს ერთადერთ პატონის ტანკს რომელიც არ გამოყენებულა ომში ამერიკის მიერ. წარმოების დაწყებიდან ორ წელიწადში გამოვიდა საფუძვლიანად მოდერნიზებული M-48 და M-60 ტიპის ტანკები რომლებმაც მთლიანად ჩაანაცვლეს M47 ტანკები.
შექმნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ახალმა ძალოვანმა დანადგარებმა თითქმის მთლიანად მოაგვარა M-26 პერშინგის პრობლემები და სახელი M-46 მიენიჭა თუმცა ამ ვერსიას ბევრი პრობლემა ჰქონდა სწორედ ამიტომაც მის ჩასანაცვლებლად მუშაობა მიმდინარეობდა T42 ტიპის ტანკზე თუმცა კორეის ომმა ცხადყო საჭირო იყო ბევრად უფრო მალე გამოშვება ახალი ტანკის ვიდრე დაგეგმილი იყო,ამიტომაც T42-ზე რომელსაც უამრავი ტექნიკური პრობლემა ჰქონდა და მის გამოსწორებას დიდი დრო სჭირდებოდა,სწორედ ამიტომაც მისი პროექტი შეაჩერეს ხოლო მისი კოშკურა დეტროიტის ქარხანამ M-46 - ის გაუმჯობესებულ შასზე დაამონტაჟეს და შედეგად ახალი ტანკი M47 Patton - ი მიიღეს,რომლის წარმოები 1951 - წელს დაიწყეს. ტანკის მთავარი იარაღი 90მმიანი M36 ქვემეხი იყო რომელზეც დამონტაჟებული M12 ტიპის მანძილმზომი იყო დაყენებული,ხოლო მეორე ხარისხოვანი შეიარაღება 2 ბრაუნინგს ტყვიამფრქვევი იყო,ერთი კოშკურაზე ხოლო მეორე კი შასში,M47 კი იყო ბოლო ამერიკული ტანკი რომელსაც 2 ტყვიამფრქვევი ეყენი,კოშკურა კი შედარებით დიდი იყო ვიდრე M26/M46 ტიპის ტანკების,ასევე კოშკურის ფრონტალური ჯავშანი გაძლიერებული იყო.
საბრძოლო ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ინდო-პაკისტანის ომი 1965 - გამოიყენებოდა პაკისტანის მიერ
- ექვსდღიანი ომი - გამოიყენებოდა იორდანიის მიერ
- კვიპროსის ომი - გამოიყენებოდა თურქეთის მიერ,სულ ბრძოლაში 200მდე პატონი მონაწილეობდა,ერთ ერთი ოპერაციის დროს მოწინააღმდეგემ ხელთ იგდო ერთი M47 ტანკი საბორტო ნომრით 092273 რომელიც შეიარაღებაში 1993 წლამდე დარჩა.
- ირან-ერაყის ომი - გამოიყენებოდა ირანის მიერ.
- ქურთისტანის მუშატა პარტიის წინააღმდეგ - 1980-1990 წლის ბოლომდე რის შემდეგადაც M48A5 მთლიანად ჩაანაცვლა M47.
- ხორვატიის ომი - ხორვატიამ გამოიყენა სერბების წინააღმდეგ თუმცა M47-ის შესაძლებლობები ბევრად ჩამოუვარდებოდა საბჭოთა T54/55 - ს,ამიტომაც ტანკი მალევე ჩამოწერეს და დღეს დღეისობით სამიზნის ფუნქციას ასრულებს
მოდიფიკაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- M47M - პროგრამა რომელიც 1960 წელს დაიწყო ითვალისწინებდა ახალი ძრავის და ცეცხლის მართვის სისტემის გადმოტანას M-60A1 ტიპის ტანკიდან,ასევე მძღოლის ნაკვეთურში დაემატა 90მმ ჭურვების ამუნიცია თუმცა ტანკს არ ხმარობდა აშშ,800მდე ტანკი იწარმოა ირანში და პაკისტანში.
- M47E - ესპანური - ვერსია M47M - ის
- M47E1 - ესპანელების მიერ მოდერნიზებული ვარიანტი რომელსაც შეეცვალა ჭურვების შესანახი ადგილი და ეკიპაჟის გამათფობლები.სულ 330 ტანკის მოდერნიზება მოხდა
- M47E2 - ახალი ქვემეხით Rh-105 105მმ ასევე გაუმჯობესდა FCS (დარჩა ისევ ელექტრო მექანიკული). პასიური ღამის ხედვის ხელსაწყო მძღოლისთვის და მეთაურისთვის.ჩამოიწერა 1993 წელს, სულ 45 დამზადდა.
- M47ER3 - ესპანური საინჟინრო მანქანა რომელიც 22 ცალი დამზადდა
- M6 - საინჟინრო ტრაქტორი
ოპერატორები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყოფილი ოპერატორები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ავსტრია
- ბელგია -
- ხორვატია -
- კვიპროსი - 1
- საფრანგეთი
- საბერძნეთი - გააჩნდა 396 ცალი რომელიც 1992-95 წლებში დაჭრეს.
- ერაყი - გაანადგურეს ან დაჭრეს
- ირანი - 168
- იტალია
- იაპონია -
- სამხრეთი კორეა - ჩამოიწერა 2006-7 წლებში
- პაკისტანი
- პორტუგალია
- საუდის არაბეთი
- სომალი
- ესპანეთი
- აშშ
- დას. გერმანია
- თურქეთი - ყველა გადაყარეს ან სამოქალაქო ვერსიად გადააქციეს გარდა ერთისა რომელიც მემორიალზე დგას
- იუგოსლავია - სულ მიღებული იქნა 319 ტანკი 1950 წლისთვის.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- AFV Database: M47 Patton
- GlobalSecurity.org: M47 Patton
- Patton-Mania
- M47 Photos and Walk Arounds on Prime Portal
- "Army's Latest Medium Tank Features Lethal Firepower." Popular Mechanics, June 1952, p. 88. early public relation article for M-47.