შინაარსზე გადასვლა

F-22 Raptor

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Lockheed Martin F-22 Raptor)
F-22 Raptor
აშშ–ის F-22 Raptor
ფუნქცია სტელსის საჰაერო უპირატესობის გამანადგურებელი, მრავალფუნქციური გამანადგურებელი
წარმოება Lockheed Martin Aeronautics
Boeing Integrated Defense Systems
პირველი გაფრენა YF-22: 29 სექტემბერი 1990
F-22: 7 სექტემბერი 1997
წარდგენა 15 დეკემბერი 2005
სტატუსი აქტიური
მომხმარებლები აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები
რაოდენობა 141 (2009 წლის მაისისთვის)
პროგ. ღირებულება 65 მილიარდი აშშ-ის დოლარი
ღირებულება 137.5 მილიონი აშშ-ის დოლარი
შეიქმნა X-44 MANTA
FB-22

F-22 RaptorLockheed Martin-ის მიერ წარმოებული ამერიკის შეერთებული შტატების ერთადგილიანი, ორ ძრავიანი სტელსის სისტემის მეხუთე თაობის გამანადგურებელი თვითმფრინავი, რომელიც შეიქმნა 1980-იან წლებში გამოშვებული F-15 Eagle-ს შესაცვლელად. აშშ-ის შეიარაღებაში შევიდა 2000-იან წლებში, მხოლოდ 187 F-22 არის შეკვეთილი. მისი ექსპორტი აკრძალულია, მიუხედევად იმისა, რომ იაპონიამ, ისრაელმა და ავსტრალიამ ინტერესი გამოიჩინა.

ზოგიერთი მას იწუნებს რადგან ფიქრობს, რომ იგი არაა გათვლილი ასიმეტრიული კონფლიქტებისთვის, რომლებშიც ამერიკელები მონაწილეობენ (ავღანეთის ომი, ერაყის ომი) და რომლებშიც, მათი აზრით, საჭიროა მოიერიშე თვითმფრინავები და არა ცივი ომის ტიპური საჰაერო უპირატესობის მფლობელი თვითმფრინავები.

ომებში მომაწილეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის მონაცემებით სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა არ მიუღია.

2004 წლის 20 დეკემბერს, ნელის ბაზიდან აფრენის შემდეგ ერთი F-22 მაშინვე ჩამოვარდა. მფრინავმა დროულად მოახდინა კატაპულტირება და გადარჩა[1].

2009 წლის 25 მარტს, ერთი F-22 ჩამოვარდა ედვარდსის ბაზიდან დაახლოებით 10 კილომეტრის დაშორებით. მფრინავი არ მსახურობდა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებში. იგი მუშაობდა კომპანია Lockheed-თვის. დაიღუპა[2].

  1. Details of F/A-22 crash December 2004
  2. Lockheed pilot killed in F-22 crash[მკვდარი ბმული]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=F-22_Raptor&oldid=4078731“-დან