სტელსის თვითმფრინავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სტელსი)
F-117 Nighthawk სტელსის სისტემის გამანადგურებელ-ბომბდამშენი

სტელსი ან სტელსის თვითმფრინავითვითმფრინავი, რომელიც იყენებს სტელსის ტექნოლოგიას,[1] რათა არ მოხვდეს რადიოლოკაციური დეტექტირების ქვეშ, შეზღუდოს ხილვადობა ინფრაწითელი გამოსხივების,[2] ვიზუალური, აუდიო და რადიო სიხშირეების დიაპაზონებში. სტელსის ტექნოლოგიის განვითარება გერმანიაში დაიწყო მეორე მსოფლიო ომის დროს.[3] სტელსის თვითმფრინავის თანამედროვე ცნობილ მაგალითებს წარმოადგენენ აშშ-ის F-117 Nighthawk (1981–2008), B-2 Spirit Stealth Bomber, F-22 Raptor,[4] და F-35 Lightning II,[5] აღნიშვნის ღირსია ინდო/რუსული ПАК ФА.[6]

მიუხედავად იმისა, რომ ვერცერთი თვითმფრინავი რადარს სრულად ვერ „დააბრმავებს“, სტელსის თვითმფრინავი ახერხებს იმას, რომ რადარმა ვერ დააფიქსიროს იგი ეფექტურად და მიყვეს მის კვალს, რითაც ამცირებს თავდასხმის საშიშროებას. სტელსი ემყარება რთულ ფილოსოფიას, რათა შეზღუდოს მოწინააღმდეგის სენსორების დაფიქსირების, კვალის აღებისა და თავდასხმის უნარი სტელსის თვითმფრინავზე.[7] ეს ფილოსოფია ითვალისწინებს ასევე სიცხეს, ხმაურს და თვითმფრინავის ყველა სხვა გამოსხივებას, რომლებიც ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას კვალის აღებისთვის.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Rao, G.A., & Mahulikar, S.P.: (2002) Integrated review of stealth technology and its role in airpower, Aeronautical Journal, v. 106(1066): 629-641.
  2. Mahulikar, S.P., Sonawane, H.R., & Rao, G.A.: (2007) Infrared signature studies of aerospace vehicles, Progress in Aerospace Sciences, v. 43(7-8): 218-245.
  3. Myhra, David (July 2009). „Northrop Tests Hitler's 'Stealth' Fighter“. Aviation History. 19 (6): 11.
  4. Global Security.org F-22
  5. Global Security.org F-35
  6. Global Security.org PAK FA
  7. FAS.org