მოიერიშე
Jump to navigation
Jump to search
მოიერიშე — საბრძოლო თვითმფრინავი, რომელიც განკუთვნილია მცირე ზომისა და მოძრავი სახმელეთო (საზღვაო) მიზნების გასანადგურებლად მცირე და უკიდურესად მცირე სიმაღლეებიდან. გააჩნია ბომბდამშენი, სარაკეტო და საარტილერიო შეიარაღება და ჯავშანდაცვა. გამოიყენება უმთავრესად ტაქტიკურ ზონაში და მიზნად ისახავს სახმელეთო ჯარებისა და ფლოტის ძალების უშუალო მხარდაჭერას.