სათავგადასავლო თამაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სათავგადასავლო თამაშივიდეო თამაში, სადაც მოთამაშე კისრულობს პროტოგონისტის როლის თამაშს ანტერაქტიულ სიუჟეტში, რომელიც განვითარებულია გამოკვლევებითა და თავსატეხების გადაჭრით ფიზიკური გამოწვევების გარეშე, როგორიცაა ბრძოლა. ტერმინს დასაბამი ეძლევა 1970-იანი წლების თამაშ Colossal Cave Adventure-იდან.

სათავგადასავლო თამაში მოიცავს ლიტერატურული ჟანრის ფართო ვარიანტებს, მათ შორის სამეცნიერო ფანტასტიკას, ფანტაზიას, მისტიკას, საშინელება ფანტასტიკასა და კომედიას. თითქმის ყველა სათავგადასავლო თამაში შექმნილია ერთი მოთამაშისთვის. ჟანრმა პოპულარობის პინკს მიაღწია 1980-იანი წლების ბოლოდან 1990-იანი წლების შუაში, როდესაც ბევრი მიიჩნევდა მას ყველაზე ტექნიკურად დაწინაურებულ ჟანრს. იგი დღესდღეობით ზოგჯერ მოხსენებულია ნიშა ჟანრად. Entertainment Software Association-ის მონაცემებზე დაყდნობით, 2007 წელს, სათავგადასავლო თამაშები მოიცავდა მთლიანი ვიდეო თამაშების 4.3%-ს, რომლებცმა მიაღწიეს წარმატებას გაყიდვებში აშშ-ში.