შინაარსზე გადასვლა

კუჭის ბორასებრნი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Gasterophilinae)
კუჭის ბორასებრნი

ცხენის ბორა (Gasterophilus intestinalis)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ორფრთიანები
ოჯახი:  ბორასებრნი
ქვეოჯახი:  კუჭის ბორასებრნი
ლათინური სახელი
Gasterophilinae (Girschner, 1896)
გვარები

კუჭის ბორასებრნი[1] (ლათ. Gasterophilinae) — პარაზიტი მწერების ქვეოჯახი ბორასებრთა ოჯახისა. ძველი კლასიფიკაციით ცალკე ოჯახად ითვლებოდა.[2] გავრცელებული არიან აღმოსავლეთ ნახევარსფეროში, ცხენის ზოგიერთი პარაზიტი სახეობა გვხვდება მთელ მსოფლიოში. ცნობილია დაახლ. 30 სახეობა. პარაზიტობენ კენტჩლიქოსან ცხოველებზე (ცხენი, ვირი, ზებრა, მარტორქა და სხვ.), სპილოებზე. დედალი კვერცხებს დებს ცხოველის ტანზე, იშვიათად ბალახზე. გამოჩეკილი მატლები პირის ღრუს გავლით ხვდებიან საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, სადაც კუჭში ან ნაწლავის სხვადასხვა ნაწილში ასრულებენ განვითარებას. იზამთრებენ მასპინძლის სხეულში. გაზაფხულზე ექსკრემენტებთან ერთად ხვდებიან ნიადაგზე და ჭუპრდებიან.[3]

  1. ბორები // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 469.
  2. Pape, Thomas (აპრილი, 2001). „Phylogeny of Oestridae (Insecta: Diptera): Phylogeny of Oestridae“. Systematic Entomology (ინგლისური). 26 (2): 133–171. doi:10.1046/j.1365-3113.2001.00143.x. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  3. Фарафонова Г. В. Оводы // Большая российская энциклопедия. т. 23. — М., 2013. — стр. 630.