FGM-148 Javelin

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
FGM-148 Javelin

ქართველი ჯარისკაცი ისვრის ჯაველინს
ტიპი ტსმრ
წარმომავლობის ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ამერიკელი ჯარისკაცები ისვრიან ჯაველინს

FGM-148 Javelin (IPA:/ˈævlɪn/, იკითხება: ჯევლინ — „სასროლი შუბი“, ჯაველინი) — ამერიკული გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი ტანდემური კუმულაციური ქობინით. რაკეტის მიზანზე გაყვანა ხორციელდება ავტომატურ რეჟიმში ინფრაწითელი გამიზვნის სისტემით, რითაც კომპლექსში უზრუნველყოფილია „გაისროლე-დაივიწყეს“ პრინციპი. სხვა სახეობის ტსმრ-ებისგან განსხვავებით, გასროლის შემდეგ „ჯაველინი“ სრულად ავტონომიურ მართვაზე გადადის, რაც საშუალებას იძლევა მსროლელემა დაუყონებლივ შეიცვალოს პოზიცია საპასუხო ცეცხლის ასარიდებლად. ჯაველინის რაკეტას აქვს გასროლის ორი რეჟიმი: შეტევა კიდური ტრაექტორიით, როდესაც რაკეტა მიზანს ხვდება ზემოდან, და პირდაპირი შეტევა. რაკეტის კიდური ტრაექტორია განსაკუთრებულად ეფექტიანია ტანკების წინააღმდეგ სახურავის თხელ და ნაკლებად დაცულ ჯავშანში მოხვედრისას და უზრუნველყოფს ყველა თანამედროვე და პერსპექტიული ტანკების მწყობრიდან გამოყვანას მაღალი ალბათობით. პირდაპირი შეტევის რეჟიმი გამოიყენება როგორც ტექნიკის, ასევე გამაგრებული პოზიციების და პორტიფიკაციური ნაგებობების გასანადგურებლად. ბოლო მოდიფიკაციის „ჯაველინის“ სროლის ეფექტიანი მანძილი 4 750 მეტრია.[1]

ოპერატორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აშშ-ის დროშა აშშ — სტანდარტული ტანკ-საწინააღმდეგო გამშვები აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში.
  • ავსტრალიის დროშა ავსტრალია — 92 გამშვები შეიარაღებაში.
  • ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია — 24 გამშვები
  • ბაჰრეინის დროშა ბაჰრეინი — 13 გამშვები.
  • ესტონეთის დროშა ესტონეთი — 120 გამშვები და 350 რაკეტა შეიარაღებაში.
  • იორდანიის დროშა იორდანია — 30 გამშვები და 116 რაკეტა.
  • ლიეტუვის დროშა ლიტვა — 40 გამშვები.
  • უკრაინის დროშა უკრაინა — 35 გამშვები და 210 რაკეტა.
  • საფრანგეთის დროშა საფრანგეთი — 76 გამშვები და 260 რაკეტა.
  • საქართველოს დროშა საქართველო — შეიარაღებაში მიღებული იქნება 72 გამშვები, 410 რაკეტა, ჯაველინის სისტემები უკვე შეიარაღებაშია მე-4 მექანიზირებულ ბრიგადაში.
  • საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი — 20 გამშვები
  • ჩეხეთის დროშა ჩეხეთი — მცირე რაოდენობა შეიარაღებაში, გამოიყენება სპეციალური ოპერაციის ძალების მიერ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Javelin Portable Anti-Tank Missile. დაარქივებული ასლი, სტატიის ორიგინალი, წაკითხვის თარიღი: 08.03.2018