eMoney

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
eMoney
ტიპი კერძო კომპანია
დაფუძნდა 2007; 17 წლის წინ (2007)
სათავო ოფისი ი. ჭავჭავაძის გამზირი #29, თბილისი, საქართველო
პროდუქცია ელექტრონული საფულე, ონლაინ-გადახდები
სერვისის ენა ქართული, ინგლისური, რუსული
საიტი EMoney-ს საიტი

eMoney — ქართული მულტისავალუტო ელექტრონული საფულე. მისი გამოყენება შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. კომპანია 3 მილიონზე მეტ ელექტრონულ საფულეს ემსახურება.[1]

eMoney დაარსდა 2007 წელს. eMoney Georgia-ს ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორია ლიბერთი ბანკი, ამიტომ, eMoney-ს მრავალი პროდუქტი ინტეგრირებულია აღნიშნულ ბანკთან. eMoney არის პირველი კომპანია, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, 2012 წლის 12 დეკემბერს აღიარა საგადასახადო მომსახურების პროვაიდერად.[2]

eMoney-მ 2015 წელს საქართველოში პირველმა დანერგა ბიტკოინის ყიდვის, გაყიდვის, მიღების, გაგზავნის და ეროვნულ ვალუტაში განაღდების სერვისები[3][4][5]. 2017 წლის ივლისში საფულეს დაემატა ლაითკოინის, აგვისტოში კი — რიპლის ანალოგიური სერვისები. 

ლიბერთი ბანკის გარდა, eMoney-ის პარტნიორები არიან: Sმარტივი, Pay.ge, Swoop, Smartex, eLoan, Myphone.ge, ევროპაბეთი, აჭარაბეთი, თიბისი ბანკი და საქართველოს ბანკი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=EMoney&oldid=4564049“-დან