აჭარაბეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
adjarabet
დაფუძნდა 1998
მდებარეობა საქართველო, სომხეთი
დარგი ონლაინ გემბლინგი
პროდუქცია სპორტი, კაზინო, პოკერი
თანამშრომელი 500+
სერვისის ენა ქართული, ინგლისური, რუსული
საიტი www.adjarabet.com

აჭარაბეთი — 1998 წელს დაარსებული ქართული ონლაინ გემბლინგ კომპანია და დღემდე ქვეყნის წამყვანი გემბლინგ ვებგვერდი. ლინკდინის ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2017 წლისთვის აჭარაბეთში 500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

2017 წელს აჭარაბეთი სომხურ ბაზარზეც შევიდა ვებსაიტით „adjarabet.am.“

აჭარაბეთი მომხმარებელს სთავაზობს სპორტ ბეთინგს, კაზინოს თამაშებს, პოკერს და ისეთ სამაგიდო თამაშებს, როგორებიცაა დომინო, ნარდი და სხვა. აჭარაბეთმა ქართულ ბაზარზე პირველმა შემოიტანა სპორტ ბეთინგის პოპულარული ფუნქცია Cash Out. ასევე, შექმნა ინოვაციური და უნიკალური ფუნქცია სპორტ ბეთინგში - Non Stop.

2016 წელს WSOP-თან თანამშრომლობის შედეგად აჭარაბეთმა თბილისში WSOP Circuit Georgia ჩაატარა.[1] რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი ლაივ პოკერის ღონისძიება 3-6 მარტს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა. 2017 წელს WSOP Circuit Events-თან დადებული სამწლიანი კონტრაქტის მიხედვით აჭარაბეთი გახდა მათი წარმომადგენელი რეგიონში. შეთანხმების თანახმად აჭარაბეთს აქვს შესაძლებლობა პოკერის ასეულობით ქართველი მოთამაშე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებულ WSOP Circuit-ის ღონისძიებებზე გაგზავნოს.

2013 წელს მუსიკალურ ფესტივალ „ელექტრონავტებზე” აჭარაბეთი წლის სპონსორად დასახელდა.[2]

2017 წელს აჭარაბეთი საერთაშორისო გემბლინგ კომპანიების პრესტიჟული დაჯილდოების SBC Awards-ის ფინალისტებს შორის მოხვდა კატეგორიაში „სპორტბეთინგის ამომავალი ვარსკვლავი“.[3]

2019 წლის თებერვალში, ირლანდიურმა კომპანია Paddy Power Betfair-მა აჭარაბეთის 51% შეიძინა და საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა. [4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]