შინაარსზე გადასვლა

დისცინასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Discinaceae)
დისცინასებრნი

ფარისებრი დისცინა (Discina ancilis)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Discinaceae (Benedix, 1962)

დისცინასებრნი (ლათ. Discinaceae) — ჩანთიანი სოკოების ოჯახი. ცნობილია 5 გვარის 58 სახეობა.[1] საქართველოში გვხვდება ერთი გვარის ერთი სახეობა — ნაოჭა სოკო (Gyromitra esculenta).[2] მათი ნაყოფსხეული ჩვეულებრივ სხვადასხვა ფორმის ხმელეთის აპოთეციუმია (ზოგიერთი მიწისქვეშა განვითარების სახეობაა), მდებარეობს პირდაპირ სუბსტრატზე ან ფეხისმაგვარ გამონაზარდზე. ჰიმენიუმი კარგადაა გამოხატული, შედგება არაამილოიდური ასკებისა და პარაფიზისაგან. სპორები, როგორც წესი, ერთი ან ორი ცხიმოვანი წვეთითაა, სადა ან ორნამენტული, ზოგჯერ ძირში გამოხატული გამონაზარდით.

ნაოჭა სოკოს გვარის წარმომადგენლები შეიცავენ ძლიერმოქმედ ტოქსინებსგირომიტრინებს. ფარისებრი დისცინა (Discina ancilis) უპირობოდ საჭმელი სოკოა.

  • Гарибова Л. В., Лекомцева С. Н.  Основы микологии: Морфология и систематика грибов и грибоподобных организмов. — М.: Товарищество научных изданий КМК, 2005. — 220 c. ISBN 5-87317-265-X.
  1. Kirk PM, Cannon PF, Minter DW, Stalpers JA (2008). Dictionary of the Fungi, 10th, Wallingford, UK: CAB International, გვ. 214–5. ISBN 978-0-85199-826-8. 
  2. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 38, ISBN 99940-856-1-1.