აპოთეციუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

აპოთეციუმი (ბერძნ. apothēkion „საწყობი, საცავი“) — ზოგიერთი ჩანთიანი სოკოსა (დისკომიცეტები) და მღიერების (დისკომიცეტური მღიერები) ღია ნაყოფსხეული. სპორებიანი შრე (ჰიმენიუმი) შედგება ჩანთებისა და პარაფიზებისაგან, რომლებიც სპორების მომწიფებისას ნაყოფსხეულის ზედაპირზეა განლაგებული. აპოთეციუმი მეტწილად ლამბაქის ფორმისაა, იშვიათად — ფიალის ან ქინძისთავისებრი, შეიძლება ჰქონდეს ქუდი და ფეხი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]