შინაარსზე გადასვლა

Dev (მუსიკოსი)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Dev

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი დევინ სთარ თეილსი
დაბ. თარიღი 2 ივლისი, 1989 (1989-07-02) (35 წლის)
დაბ. ადგილი Tracy
წარმოშობა ტრეისი, კალიფორნია, აშშ
ჟანრ(ებ)ი პოპ-რეპი, ელექტროპოპი, ჰიპ-ჰოპი, Futurepop
აქტიური 2009 - დღემდე
საიტი devescaliente.com
Dev ვიკისაწყობში

დევინ სთარ თეილსი, ცნობილი როგორც Dev (ინგლ. Devin Star Tailes; დ. 2 ივლისი, 1989, ტრეისი, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, რეპერი, მოდელი და რადიოს წამყვანი. მან ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან, Universal Republic, 2010 წლის ოქტომბერში და გამოუშვა თავისი სადებიუტო სინგლი, „Bass Down Low", 2010 წლის 16 ნოემბერს. მისი სადებიუტო ალბომი, The Night the Sun Came Up, გამოვიდა 2012 წლის 27 მარტს. ალბომის მეორე სინგლი, „In the Dark", გავიდა მე-11 ადგილზე ბილბორდის ცხელ ასეულში. 2014 წელს მუსიკოსმა გამოუშვა ორი EP. დევინი არის Apple-ის რადიოს, Beats 1-ის, წამყვანი, რომელიც დაარსდა 2015 წელს.

მუსიკოსის მეორე სტუდიური ალბომი, I Only See You When I'm Dreamin', ხელმისაწვდომი გახდა წინასწარი შეკვეთისთვის 2017 წლის ივლისში. მასში შედის სინგლები „All I Wanna Do" და „Come at Me".

დევინ სთარ თეილსი დაიბადა ტრეისიში, კალიფორნია. მისი დედა, ლიზა, უძრავი ქონების აგენტია, ხოლო მამა, რიკი ტეილსი, მხატვარი.[1][2] მას ჰყავს ორი უმცროსი და, სიერა სოლი და მეიზე ლუა. მუსიკოსის არის კოსტა-რიკული, პორტუგალიური და მექსიკური წარმოშობის. ის გაიზარდა ქალაქ მანტეკაში.

4 წლის ასაკში მან დაიწყო ცურვა და იყო აშშ-ის ოლიმპიური განვითარების პროგრამის წევრი. ის სწავლობდა ბროკ ელიოტის დაწყებით სკოლაში და დაამთავრა სიერას საშუალო სკოლა 2007 წელს, სადაც იყო მუსიკალური გუნდის წევრი. მან სწავლა განაგრძო სან ხოაკინ დელტას კოლეჯში, სადაც სწავლობდა ინგლისურსა და ხელოვნების ისტორიას.

მან მიატოვა კოლეჯი პირველ კურსზე, რათა დაეწყო მუსიკალური კარიერა. მან ხელი მოაწერა კონტრაქტს ხმისჩამწერ ლეიბლთან - Indie-Pop. ექვსი თვის შემდეგ, Dev-ისა და Cataracs-ის სიმღერა „2Nite" გაიგზავნა რადიოში და მოხვდა Billboard Hot Dance Airplay-ის ჩარტში. 2009 წელს მუსიკოსი გადავიდა ლოს-ანჯელესში.[3]

2010 წელს მუსიკოსმა დაიწყო მუშაობა ახალ სინგლზე „Like a G6". იმავე წლის აპრილში კომპოზიცია გავიდა პირველ ადგილზე ბილბორდის ცხელ ასეულში.[4] 2010 წლის ოქტომბერში, Dev-მა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ლეიბლთან Universal Republic. მისი პირველი ოფიციალური სინგლი, „Bass Down Low", 61-ე ადგილზე გავიდა ბილბორდის ცხელ ასეულში.[5] კანადაში სიმღერამ 35-ე ადგილი დაიკავა. კომპოზიციას დიდი წარმატება ხვდა წილად გაერთიანებულ სამეფოში, სადაც ის მეათე ადგილზე გავიდა.[6]

2011 წლის 25 აპრილს მუსიკოსმა გამოუშვა ახალი სინგლი „In the Dark". სიმღერამ კომერციული წარმატება მოიპოვა შეერთებულ შტატებში და გავიდა მე-11 ადგილზე ბილბორდის ცხელ ასეულში. ასევე სიმღერა მოხვდა ჩარტების ტოპ 40-ში კანადაში, ავსტრალიაში, დანიაში, ირლანდიაში, შოტლანდიასა და გაერთიანებულ სამეფოში.[7]

მუსიკოსის სადებიუტო ალბომი The Night the Sun Came Up გამოვიდა გაერთიანებულ სამეფოში 2011 წლის 20 სექტემბერს.[8] 2011 წლის მარტში გამოვიდა მუსიკოსის კოლაბორაციული ნამუშევარი, „Backseat“. სიმღერამ ბილბორდის ცხელ ასეულში 26-ე ადგილი დაიკავა.[9] მოგვიანებით მან დემი ლოვატოსთან ერთად გამოუშვა კომპოზიცია სახელწოდებით „Who's That Boy".

2012 წელს ფესტივალზე, Lollapalooza, მუსიკოსმა განაცხადა, რომ ამჟამად მუშაობდა თავის მეორე ალბომზე. 2013 წელს Universal Republic Records-მა გამოაცხადა, რომ ლეიბლი ფუნქციონირებას წყვეტდა და ლეიბლის ყველა შემსრულებელი გადავიდოდა Republic Records-ში.

1 ნოემბერს მუსიკოსმა თავის ოფიციალურ YouTube-ზე გამოაქვეყნა ახალი სიმღერა „Kiss It“.

2014 წელს მუსიკოსმა დატოვა Republic Records და გადაწყვიტა კომპოზიციების გამოშვება დამოუკიდებლად, ლეიბლის გარეშე. 2014 წლის 5 მაისს Dev-მა გამოუშვა EP სახელწოდებით Not All Love Songs Have To Be So Sad with NanosauR. EP გამოვიდა iTunes-ზე 2014 წლის 31 ივლისს. 2014 წლის 7 აგვისტოს მუსიკოსმა გამოაქვეყნა ახალი სიმღერის ფრაგმენტი თავის Instagram-ის ანგარიშზე, სახელწოდებით „Kids". ის გამოვიდა 23 სექტემბერს ლეიბლ Rica Lyfe Records-ის ლიცენზიის ქვეშ, რომელიც არის მუსიკოსის საკუთარი ლეიბლი.

2017 წლის ივლისში მუსიკოსმა გამოაქვეყნა ორი ახალი სინგლი: „All I Wanna Do“ და „Come at Me“.

2022 წლის ივლისში მუსიკოსი გამოვიდა Lollapalooza-ზე და განაცხადა, რომ მუშაობდა ახალ მუსიკაზე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Bell, Natalie. (May 15, 2011) A talk with Dev, singer of "Like a G6". The Pitt News. ციტირების თარიღი: 2019-12-15
  2. Campbell, Jason. (April 1, 2009) Dev taking singing on a spin around California. The Manteca Bulletin. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 17, 2010. ციტირების თარიღი: 2010-12-17
  3. Campbell, Jason. (April 1, 2009) Dev taking singing on a spin around California. The Manteca Bulletin. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 17, 2010. ციტირების თარიღი: 2010-12-17
  4. „Like a G6 – Far West Movement – Chart History“. Billboard. Prometheus Global Media. ციტირების თარიღი: 2010-12-17.
  5. „Bass Down Low – Dev – Chart History“. Billboard. Prometheus Global Media. ციტირების თარიღი: 2010-12-17.
  6. „Canadian Hot 100 – Week of January 29, 2011“. Billboard. Prometheus Global Media. ციტირების თარიღი: 2011-01-19.
  7. Dev – Billboard Singles. Allmusic. Rovi Corporation. ციტირების თარიღი: October 22, 2011
  8. Photo Shoot for my album, The Night the Sun Came Up (February 15, 2011). ციტირების თარიღი: 2011-02-25
  9. „Hot 100 Week of March 5, 2011“. Billboard. Prometheus Global Media. ციტირების თარიღი: 2011-02-24.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Dev_(მუსიკოსი)“-დან