California Dreams Tour — ამერიკელ პოპ მომღერალ კეტი პერის რიგით მეორე მსოფლიო ტურნე, რომელიც გაიმართა მისი მესამე ალბომის Teenage Dream მხარდასაჭერად. კეტიმ ტურნე გახსნა 2011 წლის 20 თებერვალს და ტურნეთი ესტუმრა ავსტრალიას, ევროპას, ჩრდილოეთ ამერიკას, აზიას, სამხრეთ ამერიკას და ოკეანეთს.[1] California Dreams Tour-მა დაიკავა #16 ადგილი Pollstar-ის |2011 წლის ტოპ 25 მსოფლიო ტურნე-ს შორის, 59.5 მილიონი ამერიკული დოლარით.[2] 2011 წლის შეჯამებით ტურნემ დაიკავა #13 ადგილი „ბილბორდის“ „ტოპ 25 ტურნე“-ს შორის 50 მილიონი ამერიკული დოლარით, რომელიც კეტიმ 98 შოუს ჩატარების შემდეგ მიიღო.[3] აგრეთვე კეტის 38-ე „People's Choice Awards“-ზე მიღებულია აქვს ტიტული, როგორც საუკეთესო ტურნეს შემსრულებელ მომღერალს.[4] საერთო ჯამში ტურნემ კრიტიკოსებისგან პოზიტიური შეფასება მიიღო და აღიარებული როგორც „ერთ-ერთი ყველაზე უტკბილესი ტურნე მთელ მსოფლიოში“.
↑Top 25 Tours of 2011. Billboard. Prometheus Global Media (8 December 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 December 2011. ციტირების თარიღი: 27 December 2011.