I Kissed a Girl

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„I Kissed a Girl“

I Kissed a Girl
სინგლიკეტი პერი
ალბომიდან One of the Boys
გამოსვლის თარიღი ინვისის 16, 2008
ჩაიწერა ივნისის 16, 2008
ჟანრი პოპ-როკი[1][2], ელექტროპოპი, ელექტრო როკი
ხანგრძლივობა 3:00
ხმისჩამწერი ლეიბლი Capitol
ავტორ(ებ)ი კეტი პერი, მაქს მარტინი, ლუკას გოთველდი,ქესი დენისი.
პროდიუსერი დოქტორი ლუკი
კეტი პერი — სინგლების ქრონოლოგია
I Kissed a Girl
(2008)
„Hot n Cold“
(2008)

I Kissed a Girl“ — ამერიკელ მომღერალ კეტი პერის სადებიუტო სინგლი ალბომიდან One of the Boys. იგი გამოვიდა 2008 წლის 16 ივნისს Capitol Music Group-ზე. სიმღერის ტექსტი დაწერილია კეტი პერის, ლუკას გოტვალდის, მაქს მარტინისა და კეთი დენისის მიერ, ხოლო პროდიუსერია გოტვალდი. პერის თქმით, „სიმღერა ქალის მაგიურ სილამაზეზეა“.

სიმღერამ მიიღო ნორმალური შეფასება კრიტიკოსებისგან. იგი მოხვდა ბილბორდის ცხელ 100-ში. მხოლოდ აშშ-ში სულ გაყიდულია სიმღერის 4 155 000 ციფრული ასლი. ეს კეტისთვის მეექვსე სიმღერაა, რომელმაც 4 მილიონზე მეტი ციფრული გადმოტვირთვა დააფიქსირა აშშ-ში. სიმღერის მუსიკალური ვიდეო გამოვიდა 2008 წლის 16 მაისს. მისი პროდიუსერია კინგა ბრუზა. ვიდეოში აგრეთვე მონაწილეობს კეშა. სინგლი მოხვდა საუკეთესო ათეულში, როგორც 21-ე საუკუნეში ყველაზე მეტჯერ გადმოტვირთული სიმღერა. კეტის მიერ იგი შესრულდა გრემის 51-ე დაჯილდოებაზე-ზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. How Katy Perry went from Christian rock to I Kissed a Girl. Entertainment Weekly. ციტირების თარიღი: 21 February 2016.
  2. Katy Goes Pop. People (June 2008). ციტირების თარიღი: 21 February 2016.