300 628 მოწამე
იერსახე
300 628 მოწამე – მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანები, ხსენების დღე არის ძველი სტილით 2 სექტემბერი, ახალი სტილით - 15 სექტემბერი.
წმინდა სამასიათაექვსასოცდარვა მოწამე ნიკომიდიაში აწამეს ქრისტესთვის იმპერატორების, დიოკლეტიანეს და მაქსიმიანეს (284-305) დროს. ისინი იყვნენ ალექსანდრიელები, რომელთაც ქრისტე მაცხოვარი ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსის, პეტრეს (ხს. 8 დეკემბერს) მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ირწმუნეს. მათი ოჯახებით ჩავიდნენ ნიკომიდიაში და ნებით ჩაბარდნენ საწამებლად. დიოკლეტიანე თავდაპირველად ცდილობდა, ქრისტიანობის უარყოფაზე დაეყოლიებინა აღმსარებლები, მაგრამ მათი შეურყევლობა რომ იხილა, ბრძანა, ყველასთვის თავები მოეკვეთათ, სხეულები კი ხრამში გადაეყარათ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.