პეტრე I (ალექსანდრიის პატრიარქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პეტრე I
بطرس الأول
Pope Peter of Alexandria.jpg
დაიბადა III საუკუნე
ალექსანდრია
გარდაიცვალა 25 ნოემბერი 311
ალექსანდრია
ხსენების დღე 25 ნოემბერი
მოღვაწეობა მღვდელი

პეტრე I ალექსანდრიელი (ბერძნ. Πέτρος Αλεξανδρείας) — ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესიის მე-17 პაპი და პატრიარქი. წმინდანად არის შერაცხილი რომის კათოლიკური ეკლესიის, მართლმადიდებელი ეკლესიისა და კოპტური ეკლესიის მიერ[1]. წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 25 ნოემბერი, ახალი სტილით - 8 დეკემბერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეტრე ალექსანდრიელი ალექსანდრიაში დაიბადა და აღიზარდა. ღრმად განსწავლული მამა ალექსანდრიის სასწავლებელს განაგებდა. 300 წელს მან თავისი მასწავლებლისა და სულიერი მოძღვრისგან - წმინდა თეონასგან ალექსანდრიის ეკლესიის მესაჭეობა მიიღო. იმპერატორ დიოკლეტიანესა და მაქსიმინუსის მიერ (284-305) ქრისტიანთა დევნისას, პეტრე ალექსანდრიელი ქალაქიდან განდევნეს. მან იმპერიის მრავალი ოლქი შემოიარა, ბოლოს კი ისევ დაუბრუნდა მშობლიურ ქალაქს, რათა რთული ოერიოდის განმავლობაში პირადად ეხელმძღვანელა ალექსანდრიის ეკლესიისათვის.

დევნისა და შევიწროების მიუხედავად ალექსანდრიის ეკლესია პეტრე ალექსანდრიელის ბრძნული ხელმძღვანელობით მტკიცდებოდა და იზრდებოდა. ბოლოს იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) ბრძანებით მღვდელმთავარი შეიპყრეს. მთელი ხალხი შეიკრიბა საპყრობილის კარებთან მღვდელმთავრის დასახმარებლად. წმინდა პეტრემ, რომელსაც სურდა, თავიდან აეცილებინა სახალხო ჯანყი და სისხლისღვრა, ხელისუფალს წერილობით შესთავაზა, ციხის უკანა კედელი გაერღვიათ და ხალხისგან ფარულად გაეყვანათ იგი სიკვდილით დასასჯელად. ღამის უკუნში წმინდა მწყემსმთავარი ქალაქის გალავანს გადაღმა გაიყვანეს და სწორედ იმ ადგილას მოჰკვეთეს თავი, სადაც ადრე წმინდა მოციქული მარკოზი დასაჯეს სიკვდილით. ეს მოხდა 311 წელს. დილით ქალაქმა შეიტყო წმიდა მღვდელმთავრის მოწამეობრივი აღსასრული. მორწმუნეებმა უფლის სათნომყოფლის ცხედარი ეკლესიაში დააბრძანეს, სამღვდელმთავრო სამოსით შემოსეს და წესის აგების დროს შემაღლებულ ადგილას დასვეს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Herbermann, Charles, ed. (1913). "St. Peter of Alexandria". Catholic Encyclopedia. New York: Robert Appleton Company