სომხეთის მიწისძვრა (1679)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან 1679 წლის სომხეთის მიწისძვრა)
1679 წლის სომხეთის მიწისძვრა
თარიღი 1679 წლის 4 ივნისი[1]
მაგნიტუდა 6.4 Ms[2]
ეპიცენტრის მდებარეობა 40°12′N 44°42′E / 40.2° ჩ. გ. 44.7° ა. გ. / 40.2; 44.7 [2]
დაზარალებული ტერიტორია ერევნის სახანო, სეფიანთა იმპერია
ინტენსიურობა IX–X[2]
მსხვერპლი 7 600[2]

1679 წლის სომხეთის მიწისძვრა (აგრეთვე მოიხსენიებენ, როგორც ერევნის მიწისძვრა ან გარნის მიწისძვრა) მოხდა 1679 წლის 4 ივნისს სომხეთის რეგიონში, შემდეგ კი სპარსეთის იმპერიის ნაწილში.[1]

მიწისძვრის შედეგად დაინგრა მრავალი შენობა. ერევნის უმთავრესი ნაგებობები დაზიანდა. ერევნის ციხესიმაგრე მთლიანად განადგურდა. იგივე ბედი ეწიათ პეტრე-პავლეს, კათოღიკესა და ზორავორის ეკლესიებსა და გეთსემანეს სამლოცველოსაც.[1]

მთლიანად განადგურდა ახლომდებარე სოფელი კანაკერი. ასევე, სრულად დაინგრა გარნის წარმართული ტაძარიც.[3] იმ მრავალ ეკლესიასა და მონასტერს შორის, რომლებიც მიწისძვრის შედეგად დაზიანდნენ იყვნენ ჰავუც-თარი, უშის წმინდა სარქისის მონასტერი, ოვანავანქი, გეღარდი და ხორ-ვირაპი.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Hakobyan, Tadevos (1979). Երևանի պատմությունը (1500–1800 ԹԹ.) (History of Yerevan (1500-1800) (hy). Yerevan State University Press. 
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Utsu, T. R. (2002), „A List of Deadly Earthquakes in the World: 1500-2000“, International Handbook of Earthquake & Engineering Seismology, Part A, Volume 81A (First რედ.), Academic Press, p. 69, ISBN 978-0124406520
  3. 3.0 3.1 Hasrat'yan, Mourad (1995). „The medieval earthquakes of the Armenian Plateau and the historic towns of Ayrarat and Shirak (Dvin, Ani, Erevan)“. Annali di Geofisica. Italian National Institute of Geophysics. 38 (5–6): 721. მითითებულია ერთზე მეტი |author= და |last= (დახმარება)