შინაარსზე გადასვლა

(I'll Never Be) Maria Magdalena

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(I'll Never Be) Maria Magdalena
სინგლისანდრა
ალბომიდან „The Long Play“
B-მხარე „Party Games (instrumental)“
გამოსვლის თარიღი მარტი, 1985
ჩაიწერა 1985
ხანგრძლივობა 3:58
5:55 (ალბომის ვერსია)
ხმისჩამწერი ლეიბლი Virgin Records
ავტორ(ებ)ი ჰუბერტ კემლერი, მარკუს ლერი, მიხაელ კრეტუ, რიჩარდ პალმერ-ჯეიმზი
პროდიუსერი მიხაელ კრეტუ
სანდრა — სინგლების ქრონოლოგია
(I'll Never Be) Maria Magdalena
(1985)
„In the Heat of the Night“
(1985)
მუსიკალური ვიდეო
„(I'll Never Be) Maria Magdalena“ YouTube-ზე

(I’ll Never Be) Maria Magdalena, ცნობილი როგორც Maria Magdalena — გერმანელი მომღერლის, სანდრას სიმღერა მისი სადებიუტო ალბომიდან „The Long Play“ (1985). სიმღერა, რომლის ავტორები იყვნენ ჰუბერტ კემლერი, მარკუს ლერი, მიხაელ კრეტუ და რიჩარდ პალმერ-ჯეიმზი, გამოვიდა 1985 წლის მარტში Virgin Records-ის მიერ, როგორც ალბომის წამყვანი სინგლი. ევროპაში ჩარტების ერთ-ერთი მთავარი ჰიტი აღმოჩნდა და რამდენიმე ქვეყანაში პირველ ადგილსაც მიაღწია.

მუსიკის ავტორები იყვნენ ჰუბერტ კემლერი, მარკუს ლერი და მიხაელ კრეტუ. სიმღერის არანჟირების ავტორი და პროდიუსერი ასევე კრეტუ იყო. ტექსტი დაწერა რიჩარდ პალმერ-ჯეიმზმა. მასში ბიბლიური პერსონაჟის, მარიამ მაგდალინელის ხსენება კემლერის იდეა იყო,[1] გაჩნდა მაშინ, როდესაც მისამღერისათვის საჭირო გახდა შვიდმარცვლიანი სახელის მოფიქრება. აირჩა სახელის გერმანული ვერსია, რადგან ინგლისურში (Mary Magdalene) მხოლოდ ხუთი მარცვალი იყო.

სიმღერა პირველად გამოვიდა 1985 წლის მარტში, როგორც წამყვანი სინგლი სანდრას სადებიუტო ალბომიდან „The Long Play“. ეს იყო მისი, როგორც სოლო არტისტის, მესამე სინგლი, მაგრამ პირველი სოლო სინგლი, რომელიც გამოვიდა საერთაშორისო დონეზე. რადიოში გაშვების შესაძლებლობის მოპოვების მცდელობა თავდაპირველად წარუმატებელი იყო, რის შემდეგაც ლეიბლმა საბერძნეთის დიჯეები და მათი ტურისტული აუდიტორია ამოიღო სამიზნეში; სიმღერა ჰიტად იქცა საბერძნეთში, სადაც სინგლების ჩარტშიც მოხვდა. სამშობლოში დაბრუნებულმა ტურისტებმა სიმღერა აქაც მოითხოვეს. 1985 წლის 13 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე, ზედიზედ ოთხი კვირის განმავლობაში, გერმანიის სინგლების ოფიციალურ ჩარტში პირველ ადგილს იკავებდა. შემდეგ სინგლმა პირველი ადგილი დაიკავა ავსტრიაში, შვეიცარიაში, შვედეთში, ნორვეგიაში, ნიდერლანდებსა და ფინეთში. მან ასევე მიაღწია პირველ ადგილს გერმანიის რადიოროტაციის ჩარტში[2] და მეხუთეს ავსტრიისაში.[3] პანევროპულ ჩარტებში, ის იყო მე-10 და მე-20 ჰიტი, რადიოროტაციისა და გაყიდვების ჩარტებში შესაბამისად.[4][5] სიმღერა პოპულარული რადიოჰიტი იყო ბრაზილიაში, ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და აღმოსავლეთ ევროპაში.

სიმღერა რემიქსის სახით ხელახლა გამოვიდა 1993 წელს, როგორც დამოუკიდებელი სინგლი, მაგრამ კომერციულად წარმატებული არ აღმოჩნდა, თუმცა ფინეთის საუკეთესო ათეულში და დანიის საუკეთესო ოცეულში მაინც მოხვდა. მუსიკალურმა ვებგვერდმა AllMusic-მა რეტროსპექტულად შეაფასა იგი 5 ვარსკვლავიდან 2,5-ით.[6] 1999 წელს სიმღერის კიდევ ერთი რემიქსი გამოვიდა მხოლოდ საფრანგეთში, როგორც სარეკლამო სინგლი მისი კომპილაციური ალბომის My Favorites მხარდასაჭერად. ტრეკი კვლავ ხელახლა გაარანჟირდა სანდრას რემიქსული ალბომისთვის Reflections (2006). ორიგინალური ვერსია მოგვიანებით ნიმუშად გამოიყენეს სიმღერაში „Kings & Queens“ სანდრას მეათე ალბომიდან Stay in Touch (2012).

ტრეკების სია და ფორმატები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 7-დუიმიანი ვინილის სინგლი
A. „(I’ll Never Be) Maria Magdalena“ – 3:58
B. „Party Games“ (Instrumental) – 3:25
  • 12-დუიმიანი ვინილის სინგლი
A. „(I’ll Never Be) Maria Magdalena“ – 7:13
B. „Party Games“ (instrumental) – 3:25
  • CD მაქსი-სინგლი (1993)
1. „Maria Magdalena“ (Radio Edit) – 3:58
2. „Maria Magdalena“ (Clubmix) – 6:01
3. „Maria Magdalena“ (Original Version) – 3:58
  • 12-დუიმიანი ვინილის სინგლი (1993)
A. „Maria Magdalena“ (Clubmix) – 6:01
B. „Maria Magdalena“ (Vega Sicilia Mix) – 5:36
  • 12-დუიმიანი ვინილის სინგლი (1999)
A. „Maria Magdalena“ (Original Version) – 3:58
B. „Maria Magdalena“ (99 Remix) – 3:59

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. SANDRA. sandranet.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-06-02. ციტირების თარიღი: 2019-05-26.
  2. „European Playlist Reports“ (PDF). Eurotipsheet. Amsterdam. 2 (39): 4. 1985-09-30. ციტირების თარიღი: 2019-05-26.
  3. „European Playlist Reports“ (PDF). Eurotipsheet. Amsterdam. 2 (38): 4. 1985-09-23. ციტირების თარიღი: 2019-06-13.
  4. „European Airplay Top 50“ (PDF). Eurotipsheet. Amsterdam. 2 (42): 10. 1985-10-21. ციტირების თარიღი: 2019-06-13.
  5. 5.0 5.1 „European Top 100 Singles“ (PDF). Eurotipsheet. 2 (44): 12. 4 November 1985. OCLC 29800226. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2020 – წარმოდგენილია World Radio History-ის მიერ. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  6. Maria Magdalena - Sandra. allmusic.com. ციტირების თარიღი: 2012-09-14.
  7. "Austriancharts.at – Sandra – (I'll Never Be) Maria Magdalena" (გერმანულად). Ö3 Austria Top 40. წაკითხვის თარიღი: 3 მარტი, 2020.
  8. "Ultratop.be – Sandra – (I'll Never Be) Maria Magdalena" (ჰოლანდიურად). Ultratop 50. წაკითხვის თარიღი: 3 მარტი, 2020.
  9. 9.0 9.1 „Top 3 in Europe“ (PDF). Eurotipsheet. 2 (40): 7. 7 October 1985. OCLC 29800226. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2020 – წარმოდგენილია World Radio History-ის მიერ. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  10. „Top 3 in Europe“ (PDF). Eurotipsheet. 3 (2): 16. 13 January 1986. OCLC 29800226. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2020 – წარმოდგენილია World Radio History-ის მიერ. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  11. "Lescharts.com – Sandra – (I'll Never Be) Maria Magdalena" (ფრანგულად). Les classement single. წაკითხვის თარიღი: 3 მარტი, 2020.
  12. „Hits of the World — Italy“. Billboard. Nielsen Business Media: 74. 26 October 1985. ISSN 0006-2510. ციტირების თარიღი: 23 ივლისი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  13. "Nederlandse Top 40 – Sandra search results" (ჰოლანდიურად) Nederlandse Top 40. წაკითხვის თარიღი: 3 მარტი, 2020.
  14. "Dutchcharts.nl – Sandra – (I'll Never Be) Maria Magdalena" (ჰოლანდიურად). Single Top 100. წაკითხვის თარიღი: 3 მარტი, 2020.
  15. "Norwegiancharts.com – Sandra – (I'll Never Be) Maria Magdalena". VG-lista. წაკითხვის თარიღი: 3 მარტი, 2020.
  16. „Top 10 Sales in Europe“ (PDF). Music & Media. 3 (01): 13. 6 January 1986. OCLC 29800226. ციტირების თარიღი: 5 აგვისტო, 2021 – წარმოდგენილია World Radio History-ის მიერ. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  17. SA Charts 1965–1989 (As presented on Springbok Radio/Radio Orion) – Acts S. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2015.
  18. Salaverrie, Fernando (09-2005). Sólo éxitos: año a año, 1959–2002, 1st (es), Madrid: Fundación Autor/SGAE. ISBN 84-8048-639-2. 
  19. "Swedishcharts.com – Sandra – (I'll Never Be) Maria Magdalena". Singles Top 100. წაკითხვის თარიღი: 3 მარტი, 2020.
  20. "Swisscharts.com – Sandra – (I'll Never Be) Maria Magdalena". Swiss Singles Chart. წაკითხვის თარიღი: 3 მარტი, 2020.
  21. Official Singles Chart Top 100: 08 June 1986 – 14 June 1986. officialcharts.com. ციტირების თარიღი: 2019-05-17.
  22. "Offiziellecharts.de – Sandra – (I'll Never Be) Maria Magdalena". GfK Entertainment Charts. წაკითხვის თარიღი 3 მარტი, 2020.
  23. „Danish Singles Chart“. B.T. Copenhagen. 19 March 1993.
  24. „Top 10 Sales in Europe“ (PDF). Music & Media. 10 (14): 20. 3 April 1993. OCLC 29800226. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2020 – წარმოდგენილია World Radio History-ის მიერ. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  25. Jahreshitparade Singles 1985 de. ციტირების თარიღი: 26 მაისი, 2019.
  26. Jaaroverzichten 1985 – Singles nl. Ultratop. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2020.
  27. Top 100 Single-Jahrescharts – 1985 de. Offizielle Deutsche Charts. ციტირების თარიღი: 22 December 2015.
  28. Top 100-Jaaroverzicht van 1985 nl. Dutch Top 40. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2020.
  29. Jaaroverzichten – Single 1985 nl. ციტირების თარიღი: 26 მაისი, 2019.
  30. Schweizer Jahreshitparade 1985 de. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2020.
  31. „European Hot 100 Singles – Hot 100 of the Year 1986“ (PDF). Music & Media. 3 (51/52): 28. 27 December 1986. OCLC 29800226. ციტირების თარიღი: 30 April 2020 – წარმოდგენილია American Radio History-ის მიერ.
  32. Top 20 Hit Singles of 1986. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2020.