ჰუგო შიფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჰუგო შიფი
გერმ. Hugo Schiff
Ugo Schiff ca1905.jpg
დაბ. თარიღი 26 აპრილი 1834(1834-04-26)
დაბ. ადგილი მაინის ფრანკფურტი[1]
გარდ. თარიღი 8 სექტემბერი 1915(1915-09-08) (81 წლის)
გარდ. ადგილი ფლორენცია[1]
მოქალაქეობა Flag of Germany.svg გერმანია
მუშაობის ადგილი ბერნის უნივერსიტეტი და ფლორენციის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ბერნის უნივერსიტეტი

ჰუგო შიფი (იტალ. Ugo Schiff; გერმ. Hugo Schiff; დ. 26 აპრილი, 1834, მაინის ფრანკფურტი, — გ. 8 სექტემბერი, 1915, ფლორენცია) — იტალიელი ქიმიკოსი, წარმოშობით გერმანელი. ფ. ველერის მოწაფე, ბერნის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი (1857). ემიგრაციაში იყო იტალიაში და მუშაობდა ფლორენციაში (1863-1876 და 1879-1915 წლებში). ტურინის უნივერსიტეტის პროფესორი (1876-1879). შიფის ძირითადი შრომები ეძღვნება ორგანული ქიმიის საკითხებს. ფართოდაა ცნობილი შიფის ფუძე, შიფის რეაქტივი.

შიფი ფრიდრიჰ ვოლერის სტუდენტი იყო გიოტინგენის უნივერსიტეტში. მან თავისი დისერტაცია დაიცვა (სათაურით: "ზოგიერთი ნაფთილ- და ფენილ-დერივატების შესახებ"), რომლის ხელმძღვანელიც ასევე ვოლერი იყო 1857 წელს. იმავე წელს, არეულობების გამო, შიფმა დატოვა გერმანია და გაემგზავრა შვეიცარიაში, ბერნის უნივერსიტეტში.[2] თავისი პოლიტიკური შეხედულებებით, შიფი სოციალიზმს უჭერდა მხარს, როგორც ჩანს, მიმოწერა ჰქონდა კარლ მარქსთან და ფრიდრის ენგელსთან. შიფი გახდა იტალიური სოციალისტური გაზეთის, "ავანტის" თანადამფუძნებელი 1894 წელს.

შიფი გადავიდა იტალიაში 1863 წელს და დაიკავა სამეცნიერო თანამდებობები ჯერ პიზაში, ხოლო შემდეგ კი — ფლორენციაში (ბუნების ისტორიის მუზეუმში). 1870 წელს მანდ დააფუძნა Gazzetta Chimica Italiana (იტალიის ქიმიური ჟურნალი) სტანისლაო კანიცაროსთან ერთად. 1877 წელს გახდა ზოგადი ქიმიის პროფესორი ტურინში და 1879 წელს კი დაბრუნდა ისევ ფლორენციაში, უკვე ზოგადი ქიმიის პროფესორად იმ დაწესებულებაში, რომელიც მალე ფლორენციის უნივერსიტეტი გახდებოდა. აქ მან დააარსა ფლორენციის უნივერსიტეტის ქიმიის ინსტიტუტი. შიფი იქვე ფლორენციაში ცხოვრობდა სიცოცხლის ბოლომდე, 1915 წლამდე.

ფლორენციის უნივერსიტეტში ჯერ კიდევ არსებობს ჰუგო შიფის სახელობის საერთაშორისო საწყობი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Шифф Хуго // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. Hugo (Ugo) Schiff, Schiff Bases, and a Century of b-Lactam Synthesis Thomas T. Tidwell Angew. Chem. Int. Ed. 2007, 46, 2–7 doi:10.1002/anie.200702965 PMID 18022986