ჰრანტ ვარდანიანი
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ჰრანტ ვარდანიანი}} |
ჰრანტ ვარდანიანი | |
---|---|
ჰრანტ ვარდანიანი | |
დაბადების თარიღი |
23 იანვარი, 1949 ერევანი |
გარდაცვალების თარიღი |
20 აპრილი, 2014 ერევანი |
ეროვნება | სომეხი |
მოქალაქეობა | სომხეთი |
ალმა-მატერი | სომხეთის სახელმწიფო პოლიტექნიკური უნივერსიტეტი |
პროფესია | ბიზნესმენი, მეცენატი |
ჰრანტ მიქაელის ძე ვარდანიანი (სომხ. Հրանտ Միքայելի Վարդանյան; დ. 23 იანვარი, 1949, ერევანი, სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა — გ. 20 აპრილი, 2014, ერევანი) — ბიზნესმენი, სომხური სამამულო წარმოების ფუძემდებელი, მოწინავე კორპორაციის „გრანდ ჰოლდინგი“-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ქველმოქმედი და მეცენატე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰრანტ მიქაელის ძე ვარდანიანი დაიბადა 1949 წლის 23 იანვარს, სომხეთში, ქალაქ ერევანში, მუშის ოჯახში. 1956–1966 წლებში სწავლობდა ს.მ. კიროვის სახელობის N 12 სკოლაში (ერევანი, სომხეთი).
1968–1974 წლებში სწავლობდა ერევნის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე, კვების მრეწველობის ინჟინერის სპეციალობით. 1990 წლიდან გახდა ეკონომიკური მეცნირებების კანდიდატი. უპარტიო.
ჰრანტ ვარდანიანის ძალხმოვანებით 2000 წლის 1 მაისიდან სომხეთის რესპუბლიკაში სახელმწიფო დონეზე აღდგენილი იქნა მშრომელთა საერთაშორისო დღესასწაული.
სომხეთის კალათბურთის ფედერაციის თავმჯდომარე (1998–2003). სომხეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი ორგანოს წევრი (1992–2001) ერევნის სახელმწიფო საინჟინრო უნივერსიტეტის მეურვეთა საბჭოს წევრი (2003–2014)
ჰრანტ ვარდანიანი გარდაიცვალა 2014 წლის 20 პრილს, დაკრძალულია ერევნის საქალაქო პანთეონში[1][2][3].
ბიზნეს საქმიანობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰრანტ ვარდანიანმა შრომითი საქმიანობა დაიწყო ერევნის თამბაქოს საცდელ კომბინატში ინჟნერ-ტექნოლოგად. 1984 წელს გახდა კომბინატის გენერალური დირექტორის მოადგილე. 1996 წელს დაიწყო ბიზნეს საქმიანობა. ის ხელს უწყობდა სამამაულო წარმოების აღდგენასა და განვითარებას. დააარსა კომპანიები „გრანდ ტობაკო“, „გრანდ ქენდი“, „ინტერნეიშნლ მასის ტაბაკ“ და სხვა[4][5][6][7]. რომლებიც წამყვან ადგილს იკავებენ არა მარტო სომხეთის შიდა ბაზარზე, არამედ ეროვნულ ნაწარმს წარმატებით წარადგენენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. მის მიერ დაარსებული კომპანიების ჯგუფი „გრანდ ჰოლდინგი“, მზა ნაწარმის ექსპორტირების სფეროში, მოწინავე ადგილს იკავებს სომხეთში. ამჟამად „გრანდ ჰოლდინგის“ სამუშაო ადგილების რაოდენობა აჭარბებს 9524-ს. კომპანიასთან თანამშრომლობის წყალობით სასოფლო-სამეორნეო სფეროში შეიქმნა ათობით ათასეული სამუშაო ადგილები, განსაკუთრებით სომხეთის რესპუბლიკის საზღვრისპირა რაიონებში. 2018 წლის მონაცემებით „გრანდ ჰოლდინგი“ პირველი გადასახადებების გადამხდელია, პირველია მზადი პროდუქციის ექსპორტის მოცულობით, თანამშრომლების რაოდენობით და ინვესტიციების რაოდენობით.
ბიზნეს იდეოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1991 წლიდან დაწყებული დამოუკიდებლობის პირველ ექვს წელს ქვეყანაში მასობრივი უმუშევრობა იყო, სომხეთში თითქმის არაფერი არ იწარმოებოდა და მოხმარებაში იყო ძირითადად შემოტანილი საქონელი. ჰრანტ ვარდანიანმა მიზნად დაისახა სამამულო წარმოების აღორძინება და განვითარება. ის პირველი იყო, ვინც დარწმუნდა, რომ სომხეთში არსებობს საჭირო ინტელექტუალური, საკადრო და საწარმოო რესურსები შიდა და გარე ბაზრებზე კონკურენციის გასაწევად. იდეოლოგია იმაში მდგომარეობდა, რომ სომეხ მომხმარებელს უნდა შეეძინა სამამულო წარმოების საქონელი, ამით ხელი შეეწყო სამამულო წარმოებისათვის, ხოლო მწარმოებელს უნდა გამოეშვა მაღალხარისხოვანი საქონელი, რათა მომხმარებელს უპირატესობა მიენიჭებინა საქონლისათვის მარკით „წარმოებულია სომხეთში“.
ამ იდეოლოგიით ის გახდა მაგალითის მიმცემი სხვა მწარმოებლებისათვის და მისი საქმიანობით დაამტკიცა, რომ მასობრივი უმუშევრობის, მიგრაციისა და ბლოკადის პირობებში სომეხ ერს არა მარტო შეუძლია მუშაობა, ხარისხიანი წარმოება, მისი არსებობის უზრუნველყოფა თავის ქვეყანაში, არამედ შეუძლია გაიტანოს მისი წარმოებული საქონელი საზღვარგარეთის ბაზარზე და დაიპყროს მრავალმილიონიანი მომხმარებლის გულები.
ქველმოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰრანტ ვარდანიანის ქველმოქმედება მრავალმიზნობრივი და სისტემატიკურია. ის აფინანსებს მეცნიერებას, კულტურას, განათლებას, ჯანმრთელობის დაცვას, სპორტს, ერევნის ზოოპარკს, საბავშვო სატელევიზიო არხს „სამშობლო“. უხდის ყოველწლიურ პენსიას სოციალისტური შრომის გმირებს.
ჰრანტ ვარდანიანი ახორციელებს მსხვილ გრძელვადიან საქველმოქმედო პროგრამებს ტავუშის ოლქის საზღვრისპირა სოფლებში, ხელს უწყობს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების განვითარებას. სომხეთში, ქალაქ მასისში, მისი ძალისხმევით აშენებულ იქნა წმინდა თადეოზის სახელობის ეკლესია.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰრანტ ვარდანიანი დაიბადა მიქაელ ვარდანიანისა და შუშანიკ სარგისიანის ოჯახში. ჰყავს ორი და, რიმა და როზა. ბებია და ბაბუა 1915 წლის გენოციდის მსხვერპლნი გახდნენ აღმოსავლეთ სომხეთის სოფელ ხნუსში. ჰრანტ ვარდანიანის მამა გარდაიცვალა, როცა ის 7 წლის იყო. მომავალ მეუღლეს ზინა მურუზიანს შეხვდა სტუდენტობისას, ისინი დაქორწინდნენ 1972 წელს. ჰყავთ ორი ვაჟიშვილი მიქაელ და კარენ ვარდანიანები, 6 შვილიშვილი: იზაბელა, ზინა, ჰრანტი, დანიელი, მარკ და აქსელ ვარდანიანები.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1999 წელს სამამულო წარმოების აღდგენასა და განვითარებაში არსებული დიდი წვლილისათვის სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ გადაეცა ანანია შირაკაცის მედალი.
- 2009 წელს დამოუკიდებელ სახელმწიფოში პირველად სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისაგან ჰრანტ ვარდანიანს მიენიჭა სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის დამსახურებული მოღვაწის წოდება.
- 2014 წლის 14 დეკემბერს რესპუბლიკის ეკონომიკის განვითარებაში არსებული პირადი წვლილისათვის სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ ჰრანტ ვარდანიანს გადაეცა „სამშობლოსადმი გაწეული სამსახურისათვის“ პირველი ხარისხის ორდენი.
- სრ ქალაქ მასისში “გორწარანაინ“ ქუჩა შეიცვალა და ეწოდა ჰრანტ ვარდანიანის სახელი (2019წ 5 თებერვალს).
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Հրանտ Վարդանյանի քաղաքացիական հոգեհանգիստը տեղի կունենա վաղը. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2016-09-17.
- ↑ Հրանտ Վարդանյանը նշանակալի դեմք էր Հայաստանի տնտեսության մեջ. «ՀԺ»
- ↑ Сайт «Комсомольской правды», Андрей ШВЕЦОВ |. (2016-08-18) Первопроходец. ციტირების თარიღი: 2016-09-09.
- ↑ Sputnik. Скончался крупный армянский предприниматель Грант Варданян. sputnik-georgia.ru. ციტირების თარიღი: 2016-09-17.
- ↑ "Деловой Экспресс" - Экономический еженедельник Армении. old.express.am. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-28. ციტირების თარიღი: 2016-09-17.
- ↑ Грант Варданян: Табачная фабрика Masis Tobacco работает без простоев. ციტირების თარიღი: 2016-09-17.
- ↑ Mediamax. Гранд Холдинг существенно увеличивает производство и экспорт табака. ციტირების თარიღი: 2016-09-17.