ჰისტიდინი
იერსახე
ჰისტიდინი (სიმბოლური აღნიშვნა His ან H)[1] — ამინომჟავა, აქვს ფუძე თვისებები, უამრავი ცხოველისთვის შეუცვლელი ამინომჟავაა. შედის ბევრი ფერმენტის, კერძოდ, (რიბონუკლეაზის, ტრანსკეტოლაზის) აქტიური ცენტრის შემადგენლობაში. ორგანიზმში ჰისტიდინის დაშლის საწყისი სტადიაა ამიაკის მოხლეჩა, რის შედეგადაც წარმოიქმნება უროკანინმჟავა, რომელიც შარდთან ერთად გამოიყოფა. ჰისტიდინის დეზამინირების რეაქცია შეუქცევადია. მისი კატალიზატორია ჰისტიდინ-ამიაკ-ლიაზა. ჰისტიდინის უკმარისობა იწვევს ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, ჰემოგლობინის სინთეზის შეკავებას. ჰისტიდინის დეკარბოქსილირებას მოსდევს ბიოლოგიურად აქტიური ამინის - ჰისტამინის წარმოქმნა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 672.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Nomenclature and Symbolism for Amino Acids and Peptides. IUPAC-IUB Joint Commission on Biochemical Nomenclature (1983). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ოქტომბერი 2008. ციტირების თარიღი: 5 March 2018.