ჰიპოდერმატოზები
ჰიპოდერმატოზები — მცოხნელი ცხოველების ინვაზიური დაავადებები, რომლებსაც იწვევს Hypoderma-ს გვარის სხვადასხვა სახეობის ბორა. გავრცელებული არიან მთელ მსოფლიოში. უფრო ხშირად ავადდება მოზარდეული. დედალი ბორა კვერცხს დებს ცხოველის თმის საფარზე. 3–5 დღის შემდეგ იჩეკება მატლი, რომელიც ხვრეტს კანს და ასრულებს რთულ მიგრაციას, რომლის დროსაც იწვევს ქსოვილთა მექანიკურ დაზიანებას ანთებითი მოვლენების განვითარებასთან ერთად, მ.შ. აზიანებს ზურგის ტვინისა (H. bovis) და საყლაპავი მილის (H. lineatum) ქსოვილებს. კანქვეშა უჯრედისის მიღწევის შემდეგ მატლი კანს იცვლის და ლოკალიზაციის ადგილებში, კუნთოვან და შემაერთებელ ქსოვილებში, ყალიბდება მატლის კაფსულა, ე.წ. ბორას ბურცი, სადაც მატლი ვითარდება 3–5 თვის განმავლობაში. შემდეგ ბურცის ადგილას წარმოიქმნება ნახვრეტი, საიდანაც მატლი გამოდის გარეთ და ჭუპრდება ნიადაგსა და მულჩში. ჭუპრიდან 3–8 კვირის შემდეგ გამოდის ზრდასრული ბორა. ჰიპოდერმატოზების მიერ მიყენებული ეკონომიკური ზარალი გამოიხატება მონაწველის შემცირებაში, ცხოველის სხეულის მასის კლებაში, ტყავის დაზიანებაში. ბორების მასობრივად ფრენის პერიოდში დაავადებებისაგან დასაცავად ცხოველებს აძოვებენ ღამით ან გადაჰყავთ ბაგურ შენახვაზე; 1–2 თვის შემდეგ (ოქრომბერ-დეკემბერში) მათ პროფილაქტიკური მიზნებით ამუშავებენ ავერმექტინული კომპლექსის ინსექტიციდებით, ინვაზირებულებს — ხელმეორედ აპრილ-მაისში. ადამიანებში რეგისტრირებულია Hypoderma-ს გვარის მატლების მიერ გამოწვეული მიაზები.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Василевич Ф. И., Горохов В. В. Гиподерматоз // Большая российская энциклопедия. т. 7. — М., 2007. — стр. 163.