ჰიპარქე
ჰიპარქე (ძვ. ბერძნ. Ἳππαρχος; დაახლ. დ. ძვ. წ. 180, ნიკეა — გ. ძვ. წ. 125, როდოსი) — ძველი ბერძენი მეცნიერი – ასტრონომი, მათემატიკოსი და გეოგრაფი. ასტრონომიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
ფუნდამენტური შრომები აქვს ასტრონომიაში. საკუთარი თეორიის საფუძველზე შეადგინა მზისა და მთვარის მოძრაობის, აგრეთვე მზის დაბნელების ცხრილები, დადგინა მანძილი მთვარემდე (საკმაოდ ზუსტად). ძვ.წ. 129-127 წლებში შეადგინა 850 ვარსკვლავის კატალოგი და შემოიღო ვარსკვლავთა ბრწყინვალების დაყოფა 6 კლასად. ვარსკვლავთა მდებარეობების ძველი (ძვ.წ. III ს) კატალოგთან შედარებით აღმოაჩინა პრეცესიის მოვლენა და გამოთვალა მისი სიდიდეც.
ძვ. წ. II ს. დასასრულს ჰიპარქემ გამოიგონა ასტრონომიული ხელსაწყო ასტროლაბი. განსაზღვრა ტროპიკული წელიწადის ხანგრძლივობა (ცდომილება დაახლოებით 6 წთ) და მისი სხვაობა ვარსკვალვიერ წელიწადთან (15 წთ). განსაზღვრა ეკლიპტიკის დახრა ეკვატორთან (ცდომილება 5 გრადუსი).
შემოიღო გეოგრაფიული კოორდინატები — განედი და გრძედი. ჰიპარქეს შრომები არ შემონახულა, ცნობები მათ შესახებ უმთავრესად პტოლემეს „ალმაგესტშია“.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 663.