შინაარსზე გადასვლა

ჰიკარუ ნაკამურა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰიკარუ ნაკამურა
სრული სახელი კრისტოფერ ჰიკარუ ნაკამურა
ქვეყანა (სპორტი) ამერიკის შეერთებული შტატები
ეროვნება იაპონელი ამერიკელი
დაბადების თარიღი 9 დეკემბერი, 1987 (1987-12-09) (38 წლის)
დაბადების ადგილი ჰირაკატა, ოსაკის პრეფექტურა, იაპონია
წოდება დიდოსტატი (2003)
ფიდე რეიტინგი 2802 (ივლისი 2024)
მაქსიმალური რეიტინგი 2816 (ოქტომბერი 2015)
საიტი hikarunakamura.com

ჰიკარუ ნაკამურა (იაპონ. 中村光, ინგლ. Hikaru Nakamura; დ. 9 დეკემბერი, 1987, ჰირაკატა, ოსაკის პრეფექტურა, იაპონია) — ამერიკელი მოჭადრაკე, დიდოსტატი (2003), ამერიკის შეერთებული შტატების ხუთგზის ჩემპიონი (2004–05, 2009, 2012, 2015, 2019), მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი მოჭადრაკე.[1]

2022 წლიდან ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონია. ნაკამურას მშობლები, მამა იაპონელი და დედა ამერიკელი, შვილთან ერთად გადავიდნენ შეერთებულ შტატებში მისი დაბადებიდან ორი წლის შემდეგ. ჰიკარუმ ჭადრაკის შესწავლა 7 წლის ასაკში დაიწყო მისი მამინაცვლის, ცნობილი ამერიკელი ჭადრაკის მწვრთნელის სუნილ ვეერამანტის ხელმძღვანელობით. სამი წლის შემდეგ, 10 წლის ასაკში, ნაკამურა გახდა ყველაზე ახალგაზრდა გროსმაისტერის ამერიკის ჭადრაკის ფედერაციის ისტორიაში, ხოლო 15 წლის ასაკში მიიღო ფიდეს საერთაშორისო გროსმაისტერის წოდება. დაამყარა ახალი ამერიკელი მოჭადრაკეების რეკორდი, რომელიც მანამდე ეკუთვნოდა რობერტ ფიშერს.

ბოლო წლებში ჰიკარუ ნაკამურა წარმატებით ასპარეზობდა მრავალ საერთაშორისო ტურნირში. 2009 წელს გახდა ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონი, მოიგო საერთაშორისო მატჩი სან სებასტიანში არონიანის წინააღმდეგ ანგარიშით 3½:½. 2010 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების შემადგენლობაში გახდა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი. მას აქვს შემტევი, მკვეთრი კომბინირებული თამაშის სტილი. უაღრესად ძლიერი ბლიცისტი, მან მიაღწია მსოფლიოს უმაღლეს რეიტინგებს ICC და Chess.com ვებსაიტებზე.

წელიქალაქიტურნირი+=შედეგიადგილი
2005ბილი38-ე საერთაშორისო ტურნირი2354½ დან 104–5
2008გიბრალტარიმე-6 საერთაშორისო ტურნირი7218 დან 101
2009სან-სებასტიანისაერთაშორისო ტურნირი 20094056½ დან 91
2009ლონდონისაერთაშორისო ტურნირი0166 დან 217
2010მოსკოვიმე-5 ტალიას მემორიალი1085 დან 94–6
2010ლონდონისაერთაშორისო ტურნირი21410 დან 21 />4
2011მედიაშიმე-5 საერთაშორისო ტურნირი1274½ დან 103
2011დორტუმუნდი39-ე საერთაშორისო ტურნირი 20112354½ დან 105
2012მოსკოვიმე-7 ტალიას მემორიალი 20121264 დან 98–9
2013სვანგერისაერთაშორისო ტურნირი 20134235½ დან 92–3
2013სენტ-ლუისისაერთაშორისო ტურნირი 20132133½ დან 62
2015გიბრალტარიმე-13 საერთაშორისო ტურნირი7308½ დან 101
2016გიბრალტარიმე-14 საერთაშორისო ტურნირი6408 დან 101
2016 მოსკოვი ნომინანტების ტურნირი 2016 3 3 8 7 დან 14 7
2017გიბრალტარიმე-15 საერთაშორისო ტურნირი6408 დან 101
2018 სვანგერი მე-6 საერთაშორისო ტურნირი 1 0 7 4½ დან 8 3
  • Калиниченко Н. Хикару Накамура: от вундеркинда до второго шахматиста мира. — М.: Russian Chess House, 2016. — 253, [1] с. — (Великие шахматисты мира). — ISBN 978-5-94693-510-4.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: