შინაარსზე გადასვლა

ენოლა ჰოლმზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ენოლა ჰოლმზი“
ჟანრი მისტიკა
რეჟისორი ჰარი ბრედბირი
პროდიუსერი
სცენარის ავტორი ჯეკ თორნი
ეფუძნება „ენოლა ჰოლმზი: დაკარგული მარკიზის საქმე“ — ნენსი სპრინგერი
როლებში
მუსიკა დებიელ პემბერტონი
ოპერატორი ჯაილს ნატგენსი
მონტაჟი ადამ ბოსმენი
მწარმოებელი კომპანია
დისტრიბუტორი Netflix
გამოსვლის თარიღი 23 სექტემბერი, 2020
ხანგრძლივობა 123 წუთი
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ენა ინგლისური

„ენოლა ჰოლმზი“ (ინგლ. Enola Holmes) — 2020 წლის ამერიკული მისტიკური ჟანრის ფილმი, რომელიც დაფუძნებულია ნენსი სპრინგერის ამავე სახელწოდების სერიის პირველ წიგნზე. ფილმის სიუჟეტი ვითარდება შერლოკ ჰოლმზის თინეიჯერი დის — ენოლა ჰოლმზის გარშემო. ფილმის რეჟისორია ჰარი ბრედბირი,[1] სცენარი ეკუთვნის ჯეკ თორნს, პროდიუსერები არიან მერი პერენტი, ალექს გარსია, ალი მენდესი, პეიჯ ბრაუნი და მილი ბობი ბრაუნი, რომელიც აგრეთვე მთავარი პერსონაჟის, ენოლა ჰოლმზის როლს ასახიერებს. ფილმში მეორეხარისხოვან როლებს ასრულებენ ჰენრი კევილი, სემ კლაფლინი, ჰელენა ბონემ კარტერი, ადილ ახტარი, ფიონა შოუ, ფრენსის დე ლა ტური, ლუი პარტრიჯი და სუზი ვოკომა.

2020 წლის აპრილში ფილმის დისტრიბუციაზე უფლება კომპანია Netflix-მა მოიპოვა.[2] „ენოლა ჰოლმზი“ გამოვიდა 2020 წლის 23 სექტემბერს.[3]

ფილმმა მიიღო დადებითი შეფასებები კრიტიკოსებისგან, რომლებმაც მაღალი შეაფასება მისცეს ბრაუნის შესრულებას. საერთო განხილვების საიტ Rotten Tomatoes-ზე მისი საერთო რეიტინგი 92% შეადგენს (131 მიმოხილვაზე დაყრდნობით).[4]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Kroll, Justin (8 February 2019). 'Killing Eve' Director to Helm Millie Bobby Brown's 'Enola Holmes' (EXCLUSIVE)“. Variety. ციტირების თარიღი: 1 July 2019.
  2. Kit, Borys. (April 21, 2020) Netflix Picks Up Millie Bobby Brown's 'Enola Holmes. ციტირების თარიღი: April 21, 2020.
  3. Chitwood, Adam. (August 17, 2020) Netflix’s ‘Enola Holmes’ Teaser Trailer Reveals Millie Bobby Brown as Sherlock’s Sister. ციტირების თარიღი: August 17, 2020.
  4. Enola Holmes (2020). ციტირების თარიღი: September 29, 2020