ჰენრი კარტერ ადამსი
ჰენრი კარტერ ადამსი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Henry Carter Adams |
დაბ. თარიღი | 31 დეკემბერი, 1851[1] |
დაბ. ადგილი | დავენპორტი |
გარდ. თარიღი | 11 აგვისტო, 1921[1] (69 წლის) |
გარდ. ადგილი | ან-არბორი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | ეკონომისტი, უნივერსიტეტის პროფესორი, მწერალი, პედაგოგი[2] , superintendent[2] , ლექტორი[2] და სტატისტიკოსი[2] |
მოღვაწეობის სფერო | ეკონომიკა |
დამსაქმებელი | კორნელის უნივერსიტეტი[2] , მიჩიგანის უნივერსიტეტი[2] , კორნელის უნივერსიტეტი[2] , მიჩიგანის უნივერსიტეტი[2] , Interstate Commerce Commission[2] და International Journal of Ethics[2] |
საერთაშორისო ორგანიზაცი(ებ)ის წევრობა | International Statistical Institute[2] , ამერიკის ეკონომიკური ასოციაცია[2] და ამერიკის სტატისტიკის ასოციაცია[2] |
ჯილდოები | კანონიკური და სამოქალაქო სამართლის დოქტორი[2] |
ალმა-მატერი | ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტი[2] , გრინელის კოლეჯი[2] , ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი[2] , Andover Newton Theological School[2] და პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტი[2] |
ჰენრი კარტერ ადამსი (ინგლ. Henry Carter Adams, დ. 31 დეკემბერი, 1851, დავენპორტი, აიოვა — გ. 11 აგვისტო, 1921, ან-არბორი) — ამერიკელი ეკონომისტი, ინსტიტუციონალიზმის წარმომადგენელი. ამერიკის ეკონომიკური ასოციაციიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პრეზიდენტი 1896-1897 წლებში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰენრი ადამსი დასავლეთ აშშ-ის კოლონიზაციისას ახალი ინგლისიდან აიოვაში გადასახლებული მისიონერის შვილი იყო. იზრდებოდა რელიგიურად პროტესტანტულ ოჯახში, სწორედ ამან ჩამოაყალიბა მისი დამოკიდებულება საზოგადოებისა და სახელმწიფოს მიმართ. ადამსი გარკვეული დროის განმავლობაში სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, თუმცა შემდეგ გრინელ-კოლეჯის ფიოლოგიურ ფაკულტეტზე გადავიდა და იგი 1874 წელს დაასრულა. 1878 წელს დაასრულა ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტის პოლიტიკური ეკონომიის მიმართულება და ორი წელი სტაჟირებას გადიოდა გერმანიაში.
1880-1881 წლებში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტში. 1887 წლიდან იყო მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორი. სიცოცხლის ბოლო წლებში იყო მიჩიგანის უნივერსიტეტის ახალი განყოფილების ორგანიზატორი (თანამედროვე ბიზნესის ფაკულტეტის).
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისი ვაჟი — ჰენრი კარტერ ადამსი, ინჟინერ-მშენებელი, მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფილური კათედრის დამფუძნებელი.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Outline of Lectures upon Political Economy, 1886
- A Study of the Principles that Should Control the Interference of the Public Debts, 1887
- Relation of the State to Industrial Action, 1887
- The Science of Finance, 1898
- Taxation in the United States 1789—1816, 1897
Trusts, 1904
- An interpretation of the social movements of our time
- American Railway Accounting, 1918
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Henry Carter Adams. S. Lawrence Bigelow, I. Leo Sharfman, R. M. Wenley, The Journal of Political Economy, Vol. 30, No. 2 (Apr., 1922), pp. 201—211
- Henry Carter Adams. The American Economic Review, Vol. 32, No. 2, Part 1 (Jun., 1942)