ჰელენა დალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰელენა დალი
მალტ. Helena Dalli
დაბადების თარიღი 29 სექტემბერი, 1962 (1962-09-29) (61 წლის)
დაბადების ადგილი Żabbar
მოქალაქეობა  მალტა
განათლება University of Malta
ეროვნება მალტელი
პარტია მალტის ლეიბორისტული პარტია
საქმიანობა პოლიტიკოსი

ჰელენა დალი (ინგლ. Helena Dalli; დ. 29 სექტემბერი, 1962 წელი, ზაბარი, მალტა) — მალტელი პოლიტიკოსი, რომელიც თანასწორობის ევროპული კომისარია 2019 წლის 1 დეკემბრიდან. ის არის ლეიბორისტული პარტიის წევრი.[1][2]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საპარლამენტო მდივანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1996 წელს დალი გახდა საპარლამენტო მდივანი ქალთა უფლებების საკითხებში. ამის შემდეგ ის ხუთჯერ აირჩიეს იგივე თანამდებობაზე, რითაც იგი გახდა მეორე ყველაზე მეტჯერ არჩეული ქალი მალტის პოლიტიკურ ისტორიაში.[3]

ორწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში მან წარადგინა ბავშვებზე ზრუნვის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ბავშვებზე ზრუნვის სერვისების რეგულაციას როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. მან ასევე მონაწილეობა მიიღო გენდერული თანასწორობის შესახებ კანონპროექტის შემუშავებაში.[4] დალიმ ასევე გამოუშვა მალტის პირველი თეთრი ფურცელი ოჯახში ძალადობის შესახებ.[5]

მინისტრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013-2017 წლებში საკანონმდებლო ორგანოში დალი იყო სოციალური დიალოგის, მომხმარებელთა საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლებების მინისტრი. მისი ხელმძღვანელობით მალტის მთავრობამ შემოიღო რამდენიმე კანონი და შეცვალა პოლიტიკა თანასწორობისა და ადამიანის უფლებების ჩარჩოს გასაძლიერებლად. [6][7][8]

2015 წლის აპრილში მან წარმოადგინა კანონი, რომელიც ადგენს ფართო უფლებებს ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანებისთვის. გენდერული იდენტობის, გენდერული გამოხატვისა და სქესის მახასიათებლების აქტი ითვალისწინებს გენდერული იდენტობის უფლებას და საკუთარი სქესის აღიარებას ოფიციალურ დოკუმენტებში და აღიარებს უფლებას სხეულის მთლიანობისა და ფიზიკური ავტონომიის შესახებ.[9]

იმავე საკანონმდებლო ორგანოში დალიმ შემოიღო დეკრეტული შვებულების ეროვნული ფონდი. ფონდის მთავარი მიზანია დაიცვას ქალები დისკრიმინაციისგან.[10]

2015 წელს ჰელენა დალი ხელმძღვანელობდა მეცნიერებაში ქალთა და გოგონების საერთაშორისო დღის დაწესების პროცესს, რომელსაც გაერო ყოველწლიურად აღნიშნავს 11 თებერვალს.[11][12]

დალი ხელახლა აირჩიეს ორ ოლქში 2017 წლის საყოველთაო არჩევნებზე. ახალი სესიის დაწყებისას მან პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი ქორწინების თანასწორობის (ერთსქესიანთა ქორწინება) შემოღების შესახებ.[13][14] დალის მუშაობამ თანასწორობის სექტორში განაპირობა ის, რომ მალტა გახდა ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა LGBTQ+ უფლებების დაცვაში. შედეგად, მალტამ ზედიზედ ოთხი წლის განმავლობაში შეინარჩუნა ILGA-Europe ქვეყნის ინდექსის პირველი ადგილი.[15][16]

მინისტრობის პერიოდში დალი მუშაობდა მალტის ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის სტრუქტურების და მათი დამოუკიდებლობის გაძლიერებაზე და ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან და სოციალურ პარტნიორებთან დიალოგის გაძლიერებაზე.[17][18] მან შექმნა ადამიანის უფლებათა და თანასწორობის დირექტორატი, რომელიც პასუხისმგებელია მთავრობის პოლიტიკაზე გენდერული თანასწორობის, LGBTQ+ თანასწორობის, მიგრანტების ინტეგრაციისა და ანტი რასიზმის შესახებ.[19] მან ასევე შექმნა LGBTQ საკონსულტაციო საბჭო, ქალთა უფლებების საკონსულტაციო საბჭო და ფორუმი ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით.[20][21][22]

ხანგრძლივი და მრავალსაფეხურიანი საკონსულტაციო პროცესის შემდეგ, მან პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი თანასწორობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავდა დაენერგა უმაღლესი სტანდარტები ანტიდისკრიმინაციისა და თანასწორობის თვალსაზრისით ცხოვრების ყველა სფეროში და შეექმნა ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი ეროვნული ინსტიტუტი გაეროს პარიზის პრინციპებისა და ევროკავშირის თანასწორობის დირექტივების შესაბამისად.[23][24]

კომისარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წელს დალი ფონ დერ ლაიენის კომისიის ევროკომისარი გახდა თანასწორობის საკითხებში. მისი მოვალეობები მოიცავდა ევროკავშირის მიერ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციას, ევროპული „გენდერული სტრატეგიის“ შემუშავებას ქალთა უფლებების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით ანაზღაურების გამჭვირვალობის გაუმჯობესებით და ქალთა საბჭოს დირექტივის იმპლემენტაციის უზრუნველსაყოფად.

2021 წლის ნოემბერში გამოთქვა აზრი ინკლუზიური ენის შესახებ. მისი თქმით შობის ნაცვლად უნდა გამოყენებულიყო ტერმინი „სადღესასწაულო სეზონი“, ასევე უნდა გაუქმებულიყო გენდერული ფრაზები, როგორიცაა „ქალბატონებო და ბატონებო“ და სხვ. დალი მრავალმა პოლიტიკოსმა გააკრიტიკა. ასევე პაპმა ფრანცისკემ დალის ნათქვამი შეადარა რევოლუციურ საფრანგეთში, ნაცისტურ გერმანიასა და კომუნისტურ სამყაროში ანტიქრისტიანულ დიქტატურებს.[25]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Malta nominates Helena Dalli as its next commissioner (24 July 2019).
  2. Movers and Shakers - 26 July 2019 (29 June 2020).
  3. Helena Dalli (26 June 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 იანვარი 2018. ციტირების თარიღი: 24 აპრილი 2022.
  4. Parliament starts debating gender equality bill.
  5. Inter-ministerial strategy needed to combat gender-based and domestic violence – Minister Dalli.
  6. Laws of Malta (April 2014), Civil Unions Act (ACT No. IX of 2014), http://www.justiceservices.gov.mt/DownloadDocument.aspx?app=lp&itemid=26024&l=1
  7. Laws of Malta (April 2014), Constitution of Malta(Amendment) Act (ACT No. X of 2014), http://www.justiceservices.gov.mt/DownloadDocument.aspx?app=lp&itemid=26025&l=1
  8. Malta: Douze Points! First Constitution in Europe to Protect Gender Identity en-gb. Transgender Europe (15 April 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 იანვარი 2022. ციტირების თარიღი: 24 აპრილი 2022.
  9. Henley, John. Malta becomes first European country to ban 'gay cure' therapy (7 December 2016).
  10. Maternity leave fund set up to 'eliminate gender discrimination'.
  11. From Dream to Reality. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-23. ციტირების თარიღი: 2022-04-24.
  12. Interview with Dr. Helena Dalli. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-30. ციტირების თარიღი: 2022-04-24.
  13. „Malta Legalizes Same-Sex Marriage“. The New York Times. 12 July 2017.
  14. Malta's Parliament Approves Gay Marriage.
  15. Group ranks best and worst countries in Europe for LGBTI rights (14 May 2019).
  16. The best and worst countries to be LGBT in Europe.
  17. Towards a Robust Human Rights and Equality Framework. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-11. ციტირების თარიღი: 2022-04-24.
  18. Towards the Establishment of the Human Rights and Equality Commission: White Paper. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-11. ციტირების თარიღი: 2022-04-24.
  19. Domestic violence is a cancer on society, Helena Dalli says.
  20. LGBTIQ Consultative Council. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-11. ციტირების თარიღი: 2022-04-24.
  21. Consultative Council for Women's Rights.
  22. Forum for Integration Affairs. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-28. ციტირების თარიღი: 2022-04-24.
  23. Laws of Malta (July 2019), Equality Act (Bill 96 of 2019), http://www.justiceservices.gov.mt/DownloadDocument.aspx?app=lp&itemid=29681&l=1
  24. Laws of Malta (July 2019), The Human Rights and Equality Commission Act (Bill 97 of 2019), http://www.justiceservices.gov.mt/DownloadDocument.aspx?app=lp&itemid=29682&l=1
  25. „Pope compares EU to dictatorship after Helena Dalli's language rules“. The Times of Malta. 7 December 2021. ციტირების თარიღი: 12 December 2021.